საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2000 ძალადაკარგული 06.10.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 25/02/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №63

2000 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების, „ტრასეკას“ და აბრეშუმის გზის პროგრამების განხორციელების, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ დარგის ინტერესების დაცვისა და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემადგენლობიდან ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გამოყოფა და საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის, როგორც სამთავრობო დაწესებულების შექმნა.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის სამინისტრომ (ნ.ჩხობაძე, ნ.ბერაძე), იუსტიციის სამინისტრომ (ჯ.ხეცურიანი), სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურმა (კ.ქორიძე) არს ე ბული წესის შესაბამისად მომდევნო მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინონ საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3. მიღებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინადადება „გაეროსა და იუნესკოს მდგრადი განვითარების პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად ენერგეტიკის განახლებადი წყაროების ფართოდ გამოყენების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 ივნისის N349 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული წესით შეიქმნას საქვეუწყებო დაწესებულება – კლიმატის ცვლილების ეროვნული სააგენტო“.

ე.შევარდნაძე