საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეცანგარიშიდან შპს „ლამპარის“ მიერ საკრედიტო რესურსების სახით მიღებული თანხის ჩამოწერის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №469
1996 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეცანგარიშიდან შპს „ლამპარის“ მიერ საკრედიტო რესურსების სახით მიღებული თანხის ჩამოწერის შესახებ
დაკმაყოფილდეს საქართველოს განათლების სამინისტროს თხოვნა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეცანგარიშიდან საკრედიტო რესურსების სახით მიღებული სესხი 260 ათასი ლარის ოდენობით ჩაითვალოს გადავადებულად 1996 წლის 17 ივლისამდე და ჩაეთვალოს დაფარულად შპს „ლამპარს“, რომელმაც საქრთველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 ოქტომბრის №665 დადგენილების შესასრულებლად საქართველოს განათლების სამინისტროს დავალებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით აღნიშნული ღირებულების სახელმძღვანელოები საბიბლიოთეკო ფონდის შესაქმნელად უსასყიდლოდ გადასცა აფხაზეთის განათლების სამინისტროს აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილი მოსწავლეებისათვის.
ე. შევარდნაძე