ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №482

1996 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

„ელეტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 ივლისის №437 ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, დეპარტამენტ „საქენერგოს“ რეორგანიზაციის შედეგად მის ბაზაზე ჩამოყალიბებული განაწილების სტრუქტურების პრივატიზაციის პროცესების დაჩქარების მიზნით:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამაში“ და ამოღებულ იქნეს შემდეგი პუნქტი: „საინჟინრო ინფრასტრუქტურის (ელექტრო-, თბო- და გაზმომარაგების, წყალ-საკანალიზაციო მეურნეობის, ქალაქების გარე განათებისა და ქალაქების გარე კეთილმოწყობის) ობიექტები, აგრეთვე საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების ექსპლუატაციას, მომსახურებას, მოვლა-პატრონობას და შეკეთებას“ დეპარტამენტ „საქენერგოს“ქვესექტორის – განაწილების სტრუქტურების ნაწილში.

2. დეპარტამენტ „საქენერგოს“ განაწილების სტრუქტურების პრივატიზაცია, რომლებიც გადაეცათ მმართველობის ადგილობრივ ი მმართველობის ორგანოებს, განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ე. შევარდნაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/108472/