სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათ შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №719

1998 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წინაშე სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად:

1. 1998 წლის დეკემბრის თვის ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების პროცესში დამატებით მიღებული სახსრებიდან მიეცეს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ უპროცენტო სესხი 1303088,20 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში 6 თვის ვადით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) უზრუნველყოს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსთან“ სასესხო ხელშეკრულების გაფორმება. სესხად გასაცემი თანხის მოცულობა განისაზღვროს ლარებში და აშშ დოლარებში, სესხის გაცემის დღისათვის არსებული ოფიციალური კურსით, ხოლო სესხის დაფარვა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში დაფარვის დღისათვის აშშ დოლარსა და ლარს შორის არსებული ოფიციალური კურსით.

ე. შევარდნაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათ შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათ შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათ შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათ შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112348/