"გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე" გარდაბნის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№65
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.161.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 22/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

    2010 წლის10 ნოემბერი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის   13 ოქტომბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №62დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

    მუხლი 2

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №62დადგენილების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის, თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.“.

    მუხლი 3

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                       გ. ფეიქრიშვილი