„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის (არქივარიუსი, I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
2010 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის (არქივარიუსი, I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის (არქივარიუსი, I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არქივარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
3 . ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის (არქივარიუსი, I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) „ ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ “ საქართველოს კანონი;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონი;
გ) „ს აქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულება;
დ) „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის № 174 ბრძანება;
ე) „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის № 362 ბრძანება;
ვ ) „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 72 ბრძანება;
ზ) „ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 70 ბრძანება;
თ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ად მ ინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის № 127 ბრძანება.