„საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცებისა და ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.08.2003 ძალადაკარგული 15.03.2018
ნომერი
№48-ორგ
სარეგისტრაციო კოდი
010230020.09.010.006007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 19/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება № 48 ორგ

2003 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცებისა და ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-17 და 37-ე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, შეადგინოს ოქმი 21 სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების გამოვლენისა და ამ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიებათა გამოყენების მიზნით აუცილებელია საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნიმუშის დამტკიცება და იმ თანამდებობის პირთა წრის განსაზღვრა, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან შეადგინონ აღნიშნული ოქმი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-17 და 37-ე ნაწილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2003 წლის 21 მაისის №18/8 დადგენილებით მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა;

2. საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოთ საქართველოს კონტროლის პალატის მთავარ კონტროლიორს, მთავარ იურისტს, წამყვან კონტროლიორს, კონტროლიორსა და იურისტს;

3. დაევალოთ კონტროლის პალატის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულებს თავიანთ საქმიანობაში უზრუნველყონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ს. მოლაშვილი

საქართველოს კონტროლის პალატა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №

ქ.___________ „____”_________”200 წ.

1. საქართველოს კონტროლის პალატის____________________________________

 სტრუქტურული ერთეულის დასახელება

 __________________________________________________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი

 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე, 239-ე, 240-ე და 241-ე მუხლების დაცვით შევადგინე აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ 200 წლის

 

__________________________________________________________________

თვე და რიცხვი _________________________________________________________________

  დარღვევის ჩადენის ადგილი

დამრღვევი ფიზიკური (იურიდიული) პირი________________________________

  სახელი, მამის სახელი, გვარი

________________________________________________________________

თანამდებობა, პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა (იურიდიული პირის დასახელება)

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის______მუხლის________ნაწილით.

2. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები:

 3.მე, ________________________________________________________

დამრღვევის სახელი, მამის სახელი, გვარი

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედა-ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროულის შეტყობინების შესახებ და მასთან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე”.

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით ___________________

4 აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მოქ._____________________

  სახელი, მამის სახელი, გვარი

ახსნა-განმარტება:___________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

 

5. დმინისტრაციულ სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის______მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი

________________________________________________________________

________________________________________________________________

 

6. ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა წინამდებარე ოქმი, რის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

 ოქმი შევადგინე ___________________

 ოქმს გავეცანი ___________________