საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ ,,წყალტუბოს" ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №847

1996 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ „წყალტუბოს“ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ

საქართველოში ჩამოსული სამთავრობო დელეგაციების, უმაღლესი რანგის სტუმრების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საკურორტო-სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმი „წყალტუბო“ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს.

2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (შ. კვირაია) და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) ზემოაღნიშნული ობიექტის მიღება-ჩაბარება გააფორმონ დადგენილი წესით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) შეიტანოს სათანადო ცვლილებები 1997 წლის ბიუჯეტის პროექტში და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ „წყალტუბოს“ შესანახად დაგეგმილი სახსრები გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ ,,წყალტუბოს" ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ ,,წყალტუბოს" ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ ,,წყალტუბოს" ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ ,,წყალტუბოს" ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/109288/