ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობის აგროინდუსტრიისა და სასოფლო-სამეურნეო რაიონების განვითარების დარგში ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლე ო ბისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობის, აგროინდუსტრიისა და სასოფლო-სამეურნეო რაიონების განვითარების დარგში ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლე ო ბისა და მეთევზეობის სამინისტრო (შემდგომში – მხარეებად წოდებულნი);
ითვალისწინებენ რა მჭიდრო კავშირებსა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ერთმანეთთან აახლოვებს საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას;
ითვალისწინებენ რა საერთო მისწრაფებას სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობისა და აგროინდუსტრიის სფეროებში ფართო და ქმედითი თანამშრომლობის ურთიერთსასარგებლო განვითარებისაკენ;
აღიარებენ რა ამ დარგების წამყვან როლს ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის საქმეში;
აცნობიერებენ რა ყველა დონის კონსულტაციებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას მხარეთა შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მიზანი
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, შეიქმნას ზოგადი ჩარჩო თანამშრობისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობისა და აგროინდუსტრიის სფეროში, იმ ასპექტების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია პირველადი პროდუქციის წარმოებასთან, დამუშავებასთან, ღირებულების დამატებასთან, მარკეტინგთან, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან და სასოფლო-სამეურნეო რაიონების განვითარებასთან.
მუხლი 2
თანამშრომლობის სფეროები
a. მეცხოველეობა, ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესება, რეპროდუქცია და ხელოვნური განაყოფიერება, ცხოველთა საკვების წარმოება, ცხოველის საკვების უვნებლობა, ხარისხი და კალორიულობა;
b. მეთევზეობა და წყლის სხვა ა კ ვაკულტურები. მათი მართვა.
c. სხვადასხვა სახეობის ცხოველთა რძის პროდუქტების წარმოება;
ვეტერინარია, ცხოველთა ჯანდაცვის საკითხები; დაავადებების მართვა და მონიტორინგი;
d. მცენარეთა დაცვა და საკარანტინო ღონისძიებები;
e. მარცვლოვანი კულტურების წარმოება. მათი გენეტიკური გაუმჯობესება, სელექცია;
f. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და მდგრადობის შენარჩუნებისათვის ბიოლოგიური სასუქების გამოყენება;
g. ირიგაცია და მართვა;
h. სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის მოსავლის აღების შემდგომი მართვა;
i. სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის დამუშავება და გადამუშავება;
j. სურსათის წარმოება. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სისტემები;
k. სურსათთან დაკავშირებული რისკის ანალიზი;
l. ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. მათი სერტიფიცირება;
m. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების კვლევა და რეგულირება;
n. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კომერციალიზაცია და საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარება;
o. ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განვითარება;
p. ბიოენერგიის გამოყენების შესაძლებლობების განვითარება.
მუხლი 3
თანამშრომლობის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებათა შესასრულებლად გატარდება შემდეგი ღონისძიებები:
a. სტატისტიკური და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა;
b. გაცვალონ ინფორმაცია ცხოველთა გადამდები და არგადამდები, ასევე განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების, მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების, ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სასურსათო ნედლეულის, ინგრედიენტების და სასურსათო პროდუქტების, ასევე ცხოველთა საკვების უვნებლობის შესახებ, ასევე ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ;
c. გაცვალონ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და სურსათის სამართლებრივი და ტექნიკური რეგულირების, ასევე სტანდარტების შესახებ;
d. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება;
e. სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება (გამოფენები, ს ე მინარები, კონფერენციები და სხვა მსგავსი ღონისძიებები), რომლებიც ჩატარდება ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე;
f. ექსპერტთა გაცვლა და შეხვედრების მოწყობა ორმხრივი ინტერესების მქონე საკითხებთან დაკავშირებით;
g. ხელშეწყობა პირდაპირი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ორივე ტერიტორიაზე აგროსამრეწველო კომპლექსებს შორის;
h. სპეციალისტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა სასურსათო პროდუქტის წარმოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში;
i. მხარეებს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება;
j. სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
k. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და გაფართოება.
მუხლი 4
სამუშაო პროგრამები
ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით, მათი საერთო ინტერესების გათვალისწინებით, შემუშავდება სამუშაო პროგრამები, რომლებშიც განსაზღვრული იქნება:
a. პროგრამის მიზანი;
b. გასატარებელი ღონისძიებები;
c. პროგრამის განხორციელების ვადები;
d. პროგრამის მონაწილეები და პასუხისმგებელი პირები;
e. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები;
f. პროგრამის შეფასების ინდიკატორები.
მუხლი 5
ხარჯები
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის კონტექსტში წარმოებული თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად წარმოქმნილ ხარჯებს გაიღებენ მხარეები თავიანთი საკუთარი რესურსებით ან დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული რესურსებით, რომლებიც თითოეული გასატარებელი ღონისძიების დასაწყისში განისაზღვრება.
მუხლი 6
შესწორების შეტანა
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმში შესწორებები და ცვლილებები შეტანილ შეიძლება იქნეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, როდესაც მხარეები ამას საჭიროდ მიიჩნევენ. ცვლილებები უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი სახით, სადაც აღნიშნული იქნება მათი ძალაში შესვლის თარიღი და ისინი წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.
მუხლი 7
ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და ძალაშია 5 წლის ვადით, რომელიც ავტომატურად გრძელდება თანაბარი შემდგომი ვადებით, თუკი ერთ-ერთი მხარე, შესაბამისი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს საკუთარი განზრახვის შესახებ, არ განაგრძოს იგი.
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მიმდინარე ღონისძიებების ნორმალურ განვითარებასა და დასრულებაზე.
შესრულებულია ქ. მენდოზაში, 2010 წლის 15 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით მ. აკიშბაია | არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლე ო ბისა და მეთევზეობის სამინისტროს სახელით ლორენცო რიკარდო ბასსო |