ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობებისა(რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2010 წლის 12 ნოემბერი
დ. სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობებისა (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის, 65-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე:
ა) 60 მ2 -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2, მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, საიდანაც 0,80 მ ნიშნულამდე დასაშვებია მოეწყოს გაუმჭვირვალე ღობე, ხოლო 0,80 მ-დან 2,20 მ ნიშნულამდე მოეწყოს გამჭვირვალე ღობე, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების წარმოდგენისას განხილულ იქნ ე ს გაუმჭვირვალე ღობის მოწყობის საკითხი, რომლის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მ-ს გარდა საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა;
გ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
დ) კავშირგამბულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/ თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტა ჟ ს);
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ზ) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტრო- გადამცემი ხაზები.
მუხლი 2
თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფ ო ებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში, კლასს დაქვემდებარებული შენობა- ნაგებობის ასაშენებლად, (გარდა 1-ლი პუნქტისა „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზონების მიმდებარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაშ იI კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად,(გარდა პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 3
დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნ ე ს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ;
ე) ფასადების სქემატური ნახაზები ძირითადი ნიშნულების ჩვენებით.
მუხლი 4
დადგენილების მოქმედება და პირობები ვრცელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გუდაურის სარეკრიაციო ტერიტორიის გარდა.
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია