გაზეთ ,,სოფლის ცხოვრების" რედაქციის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №14
1997 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ რედაქციის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
ქართულ პრესაში ნაყოფიერი ჟურნალისტური საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ რედაქციის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
ღირსების ორდენით:
იზაბელა გერმესაშვილი – სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე.
ღირსების მედლით:
ცისანა თურქაძე – საშინაო პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი
მაყვალა ინასარიძე – უფროსი კორესპონდენტი
შუქურა კოტრიკაძე – ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი
მედეა ცოტაძე – მეცხოველეობის განყოფილების რედაქტორი.
ე. შევარდნაძე