სააქციო საზოგადოება ,,თემქაპურის" ბალანსზე რიცხული მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №21
1997 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „თემქაპურის“ ბალანსზე რიცხული მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თემქაპურის“ (ი. კუხიანიძე) ვალდებულება ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის თემქის დასახლებაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მშენებლობის დამთავრების შესახებ, რაც მაგალითი უნდა გახდეს საქართველოს მეწარმეებისა და ბიზნესმენებისათვის.
2. სააქციო საზოგადოება „თემქაპურის“ ბალანსზე რიცხული მშენებარე ეკლესია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაეცეს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე სააქციო საზოგადოება „თემქაპურის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოება ,,თემქაპურის" ბალანსზე რიცხული მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „სააქციო საზოგადოება ,,თემქაპურის" ბალანსზე რიცხული მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „სააქციო საზოგადოება ,,თემქაპურის" ბალანსზე რიცხული მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სააქციო საზოგადოება ,,თემქაპურის" ბალანსზე რიცხული მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/109384/