ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.11.2010 ბოლო ცვლილება 18.01.2011
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.141.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 18/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება №114

2010 წლის  12 ნოემბერი

ქ.ახალქალაქი                           

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქისმუნიციპალიტეტის საკრებულ ომდაადგინა:

    1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის  განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7.10.2010 წლის № 106 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.  

საკრებულოს თავმჯდომარე                ჰ. მოვსესიანი                               

    დანართი №1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგარამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის –განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მშენებლობის, არქიტექტურისა და პროექტირების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში,მისი დავალებით, სამსახურის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5.  სამსახურის მოხელეების, სპეციალისტების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების   მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს;

ა) მუნიციპლიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებასა და  მშენებლობის კოორდინაციას;

ვ) მუნიც ი პალიტეტის სივრცით მოწყობისა და ქალაქ თ მშენებლ ო ბის საინფორმაციო- საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების,ხიდების, გარე განათებების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის  გამგეობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას. შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

თ) მუნიციპალური ინფრასტუქტურის ობიექტის შენახვასა და მოვლა-პატრონობას;

ი) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებისათვის სათანადო სტატისტიკურ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

კ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ინვესტიციების დაგეგმის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

ლ) მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

მ)  წინადადების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ნ) წინადადებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, სარგებლობაში გადაცემის, მოვლა-პატრონობის, დაცვის და მართლზომიერი სარგებლობის საკითხებზე;

ო) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის მშენებლობის, არქიტექტურისა და პროექტირების განყოფილება

სამსახურის მშენებლობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;

ბ) სივრცით მოწყობასა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;

თ)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.