„საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და აპარატის მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მარტის №76 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№231
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 44, 10/05/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №231

2002 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და აპარატის მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მარტის №76 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და აპარატის მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მარტის №76 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულების სათაურსა და პირველ აბზაცში, აგრეთვე დებულების სათაურსა და პირველ მუხლში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და აპარატის მოხელეთათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა (შემდგომში – „იუსტიციის საბჭო“) და მათი აპარატების მოხელეთათვის“.

2. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქართველოს“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს, გარდა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, თანამდებობაზე გამწესებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიანიჭებს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალურ წოდებას“;

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქართველოს“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წევრებს, გარდა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, თანამდებობაზე გამწესებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანხმობით, მიანიჭებს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალურ წოდებას“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, შესაბამისი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა შესაბამისი სპეციალური წოდება“.

5. მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი სიტყვა „საქართველოს“.

6. მე-6 მუხლში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის საბჭოში“ შეიცვალოს სიტყვებით „იუსტიციის საბჭოში“

7. მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქართველოს“.

8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

იუსტიციის საბჭოს წინაშე მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელის წარდგენას ახდენს იმავე იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი“.

9. მე-9 და მე-10 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს“.

10. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

იუსტიციის საბჭოს წინაშე სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელის წარდგენის უფლება აქვს შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივანსა და იმავე იუსტიციის საბჭოს წევრს“.

11. მე-12 და მე-13 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს“.

12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14

იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის სპეციალური წოდების ჩამორთმევის საკითხის დასმის უფლება აქვთ შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივანსა და იმავე იუსტიციის საბჭოს წევრს“.

ე. შევარდნაძე