„ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესის“ შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.006.970
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №897
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესის“ შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 263-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი“.
2. აღნიშნული ბრძანება ძალაშია 2005 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი
1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზური მარკებით ნიშანდების წესს. მისი შესრულება სავალდებულოა აღნიშნული საქონლის ყველა მწარმოებლისა და იმპორტიორისათვის.
2. აქციზური მარკების ნიშანდების წესები და მოთხოვნები
1. აქციზური საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდება ხორციელდება აქციზური მარკების დაწებების მეშვეობით ამ საქონელზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ამ წესის შესაბამისად.
2. აქციზურ საქონელზე აქციზური მარკის ნიშანდება განხორციელებულ უნდა იქნეს ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ აქციზური მარკის მოხსნამ და/ან საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს აქციზური მარკის დაზიანება.
3. აქციზური მარკების დაწებებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც საქონლიდან აქციზური მარკის დაზიანების გარეშე აძრობის საშუალებას არ იძლევა.
4. ალკოჰოლიანი სასამელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა ტარაზე ეწებება ზევიდან (თავსახურზე) რუსული ასო ,,Г“-ს ფორმით იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს ერთ გვერდზე (დანართი №1, სურათი №1,2,3,4,5), ამასთან,ისეთი სახით, რომ მოცულობის აღმნიშვნელი მაჩვენებ ე ლი მოექცეს ზევით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება – გვერდზე.
5. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება ხორციელდება პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში).
ა) თამბაქოს ნაწარმ ს, რომელიც შეფუთულია მუყაოს მაგარ კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება კოლოფის მარცხენა მხარეს, რომელიც უნდა მოიცავდეს მარცხენა გვერდით მხარეს, გახსნის ადგილს და კოლოფის უკანა მხარეს (დანართი №1, სურ. 6);
ბ) თამბაქოს ნაწარმ ს, რომელიც შეფუთულია ქაღალდის რბილ კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება ზემოდან,შეფუთვის შუა ნაწილში იმგვარად, რომ მან მოიცვას კოლოფის სამი მხარე, მათ შორის კოლოფის გახსნის ნაწილი (დანართი №1, სურ. 7);
გ) თამბაქოს ნაწარმ ს, რომელიც შეფუთულია ,,ასტრას“ ტიპის სიგარეტის/პაპიროსის კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება კოლოფის გახსნის ადგილას (დანართი №1, სურ. 8 ა. ბ.);
დ) სიგარა და სიგარელა, რომელიც დაფასოებულია კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება კოლოფის გახსნის ადგილას,პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში);
ე) სიგარა და სიგარელა, რომელიც დაფასოებულია ცალობით, აქციზური მარკა ეწებება პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში).
6. ლუდს, რომელიც ჩამოსხმულია ბოთლებში, ქილაში და კასრში, აქციზური მარკა ეწებება გვერდიდან ან თავსახურზე (დანართი №1, სურ. 9).
7. აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული განსხვავებული დაფასოებისა და შეფუთვის საქონლის შემთხვევაში ამ საქონლის მწარმოებელი და/ან იმპორტიორი ვალდებულია წინასწარ აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში ნიშანდების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ნიშანდების წესი უნდა ემყარებოდეს მარკების გამოყენების ზოგად წესს, რომლის თანახმადაც საქონლის გამოყენების (გახსნის) შემთხვევაში აქციზური მარკა უნდა დაზიანდეს გახსნის ადგილას.
3. პასუხისმგებლობა აქციზური საქონლის აქციზური მარკით ნიშანდებაზე
1. მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას, ვალდებული არიან დაიცვან ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც არ შეასრულებენ ან არასრულად შეასრულებენ ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, პასუხისმგებელი არიან თავის ქმედებებზე. მათ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
3. ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე დებულებას, არ დაიშვება. ამ დებულების მოთხოვნათა გადახრით და/ან დარღვევით ნიშანდებული ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი და თამბაქოს ნაწარმი განიხილება როგორც არამარკირებული.
4. არამარკირებულად განიხილება აგრეთვე იმ მეწარმე-სუბიექტების მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც ნიშანდებულია სხვა მეწარმე-სუბიექტის კუთვნილი აქციზური მარკებით.