შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული სისტემის შემოღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.010.22.033.006.972
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №899
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული სისტემის შემოღების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:
დამტკიცდეს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული სისტემით მოსარგებლე პირთა შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წესი.
1. დამტკიცდეს დასახელებული წესით გათვალისწინებული შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნის ფორმა (დანართი №1).
2. საგადასახადო ინსპექციებმა უზრუნველყონ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წესის შესაბამის გადამხდელებამდე დაყვანა.
3. ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღებასთან დაკავშირებით 2005 წლისათვის შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის სისტემაზე გადასვლის შესახებ გადამხდელთა მიერ საგადასახადო ინსპექციებში წინასწარი განცხადების წარდგენის ვადა გაგრძელდეს 2005 წლის 31 იანვრამდე.
4. ბრძანება ძალაშია 2005 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი
1. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც საქონლის/მომსახურების რეალიზაციას ახდენენ უპირატესად ნაღდი ანგარიშსწორებით.
2) წინამდებარე წესებით ვალდებულნი არიან შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ:
ა. მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ მხოლოდ ,,ევროპის თანამეგობრობის ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორიდან“ (NACE) საგადასახადო კოდექსის 168(1.-„ლ“)-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ცალკეული კატეგორიის ეკონომიკურ საქმიანობიდან ერთ-ერთს.
ბ)სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულმა ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად მიწოდებას, თუ მათ მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ამ მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ აღემატება 100 ათას ლარს.
3. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესების გამოყენების უფლება არ აქვთ პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან,ან ნებაყოფლობით ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ დარიცხვის მეთოდით,აგრეთვე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს.
4. გადამხდელებს, გარდა მე-2 პუნქტში დასახელებული პირებისა, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესების გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ ახალი საგადასახადო პერიოდის (წლის) დადგომის მომენტიდან, ხოლო ახლად შექმნილ გადამხდელებს – რეგისტრირების მომენტიდან.
5. პირები, რომლებიც იყენებენ აღრიცხვის გამარტივებულ სისტემას, აწარმოებენ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში – წიგნი) დანართი№1-ის მიხედვით, რომელშიც ქრონოლოგიურ ი თანმიმდევრობით პირველადი დოკუმენტების საფუძველზე პოზიციური მეთოდით აისახება საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია.
6. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებულ სისტემაზე გადასვლისათვის და შესაბამისად შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნების დასალუქად, გადამხდელმა საანგარიშო წინა წლის 31 დეკემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.
7. პირს, საგადასახდო წლის მიხედვით, როგორც წესი, ეხსნება და საგადასახადო ორგანოს მიერ ელუქება ერთი წიგნი. ამასთან, გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (რამდენიმე სტაციონარული ობიექტების არსებობა და მათი რეგიონების მიხედვით განთესვა და სხვა), საგადასახდო ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ერთ წიგნზე მეტის დალუქვის. აღნიშნულ შემთხვევაში წიგნების თითოეულ ეგზემპლარზე საგადასახდო ორგანოს მიერ კეთდება აღნიშვნა გადამხდელზე გაცემული წიგნების ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ.
8. საგადასახადო ინსპექციები უზრუნველყოფენ წიგნების დალუქვების რეესტრის წარმოებას გადამხდელების მიხედვით. დაუშვებელია სათანადო დასაბუთების და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე გადამხდელთან საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი დალუქული წიგნის არსებობა.
9. პირი, რომელიც იყენებს აღრიცხვის გამარტივებულ სისტემას, ვალდებულია წიგნში ასახოს შემოსავლების მიღებასთან და ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრება თანხების (შემოსავლის) მიღების ან გამოყენების და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში, ხოლო ხარჯები,ფაქტობრივი განაღდების მიხედვით. აღნიშნული პირობა არ ეხება ამორტიზირებად აქტივებს.
10. პირი, რომელიც აღარ არის ვალდებული და/ან აღარ აქვს უფლება გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის სისტემა, ვალდებულია შეწყვიტოს წიგნის წარმოება და აღნიშნულის შესახებ, არა უგვიანეს მომდევნო დღისა, წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციის მიერ წიგნში ბოლო ჩანაწერის შემდეგ კეთდება აღნიშვნა ,,ოპერაციების შეტანა შეწყვეტილია“და მოწმდება ბეჭდით.
11. გადამხდელებმა უნდა უზრუნველყონ თავისი საქმიანობის სააღრიცხვო მაჩვენებლების მთლიანობა, უწყვეტობა და უტყუარობა, რაც აუცილებელია საგადასახადო ბაზის განსაზღვრისათვის.
12. დოკუმენტირება წარმოებს ქართულ ენაზე. პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია უცხო ენაზე,უნდა ჰქონდე ს თარგმანი ქართულ ენაზე.
13. წიგნი შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ ქაღალდზე ნაბეჭდი ფორმით.
14. წიგნი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე და უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი. ზონარგაყრილი და დანომრილი წიგნის ბოლო გვერდზე აღინიშნება მასში არსებული ფურცლების რაოდენობა, რაც დამოწმებული უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში) და საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
15. საგადასახადო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს წიგნების ერთჯერადი ლუქებით დალუქვა. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ თავად უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ლუქების შეძენა.
16. წიგნის წარმოება, დადგენილ შემთხვევებში გადამხდელს არ ათავისუფლებს სასაქონლო ზედნადების გამოწერის, აგრეთვე საქონლის აღრიცხვის და მოძრაობის ჟურნალის წარმოების ვალდებულებისაგან.
17. წიგნში შეცდომების შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და დამტკიცებული გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში) შესწორების თარიღის მითითებით.
18. წიგნის პირველ სვეტში მიეთითება რეგისტრირებული ოპერაციის რიგითი ნომერი და თარიღი.
19. მე-2 სვეტში მიეთითება მიღებული შეკვეთა ან პირველადი დოკუმენტის დასახელება (სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, შემოსავლის ორდერი და სხვა), თარიღი და ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ოპერაცია. ამასთან, მიღებული შეკვეთა ან მიღებული (შეძენილი) საქონელი წიგნში ფიქსირდება დაუყოვნებლივ, მიუხედავად მისი შესრულების ან ანაზღაურების დროისა. ფაქტობრივი ანაზღაურების მომენტები აისახება შენიშვნის გრაფაში.
20. მე-3 სვეტში თავისუფალი ტექსტით მიეთითება სამეურნეო ოპერაციის (მიღებული შეკვეთა, შეძენილი საქონელი, გაცემული ხელფასი და სხვა) შინაარსი.
21. მე-4 სვეტში აისახება საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან, აგრეთვე არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სარგებელი.
22. თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას,საგადასახადო ინსპექციასთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემდგომ, უფლება აქვს მე-4 სვეტში მონაცემები ყოველდღიური ჯამური შემოსავლების შესახებ, ასახოს სამუშაო დღის ბოლოს საკონტროლო სალარო აპარატის ყოველდღიური „ზ“მაჩვენებლის მიხედვით.
23. წიგნის მე-5 სვეტში გადამხდელები ასახავენ საგადასახადო კოდექსის 26-ე თავის მიხედვით გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებს.
24. წიგნში შეიტანება ძირითადი საშუალებების შეძენის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლების (გამოსაქვითი ხარჯების) ოდენობა განისაზღვრება ამორტიზირებადი აქტივებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
25. კალენდარული წლის ბოლო დღეს წიგნი იხურება და მასში დაფიქსირებული შემოსავლებისა და ხარჯების ჯამური მაჩვენებლები აისახება შესაბამისი გადასახადების წლიურ დეკლარაციებში (გაანგარიშებებში).
26. გადამხდელებმა შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში უნდა დაიცვან შემდეგი წესები:
ა)ყველა შეკვეთა, რომ ე ლიც შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის სისტემაზე გადასვლის მომენტისათვის არ არის დასრულებული,ექვემდებარება წიგნში ასახვას;
ბ)წიგნში ასახვას ექვემდებარება აგრეთვე ფულადი სახსრები, რომლებიც მიღებულია აღრიცხვის გამარტივებულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, თუ აღნიშნული თანხები მიღებულია გამარტივებულ სისტემაზე გადასვლამდე მიწოდებულ საქონელზე (მომსახურებაზე).
27. წიგნის შენახვის ვადაა არანაკლებ 6 წელი.
28. წიგნის დადგენილი წესის დარღვევით წარმოების შემთხვევაში გადამხდელს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
