,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.10.003.000.111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 10/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2004 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით ,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1.მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,8. დაუწესდეთ სამხედრო და მუშა-მოსამსახურეებს (გარდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეებისა) სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის ერთდროული ფულადი ჯილდო წელიწადში ოთხი თვის ფულადი (თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო წოდებისათვის სარგოს ჯამი) ანაზღაურების ოდენობით, აგრეთვე გაეწიოთ მათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-201 პუნქტი:

,,201. მიეცეთ ერთდროული დახმარება პენსიის უფლებით დათხოვნილ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს ხუთმაგი ფულადი ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს განაკვეთისა და სამხედრო წოდებისათვის დანამატის ჯამი) ოდენობით, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევებში დათხოვნილებს (სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის და სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში დათხოვნის გარდა) – ორმაგი ფულადი ანაზღაურების ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია