,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
010.320.060.10.003.000.203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 18/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №69

2005 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით ,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,16. აუნაზღაურდეთ სამხედრო მოსამსახურეებს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების გარდა) ბინის დაქირავების შემთხვევაში ხარჯები ოჯახის თითოეულ წევრზე დღე-ღამეში – დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან თანაფარდობის შემდეგი კოეფიციენტების ოდენობით: ქ. თბილისში – 0,5; რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში – 0,3; სხვა დასახლებულ პუნქტებში – 0,2 კოეფიციენტის ოდენობით”.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

,,161. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისათვის საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქირის გადახდა ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში მინისტრის ან ქვედანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული პატაკისა და სამინისტროში არსებული ბინის (სახლის) დაქირავების მიზანშეწონილობის, ბინის ფართობისა და შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი