ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №40
2010 წლის 18 ნოე მბერი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე:
ა) 60 მ2-მდე იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობების, 5 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ სიმაღლის ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრეძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ის;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვ-მდე, მზის და ბიოგაზის განადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟი/გაყვანა არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით;
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლის და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობა.
2. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურებით დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა.
3. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას, რომელიც გამოიყენება სამყოფად (საცხოვრებლად), მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამატებით დაურთოს მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.06.2011.
- როდის იქნა მიღებული „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“?
- „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ მიღებულია 18.11.2010. მიმღები ორგანო — ონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 330010040.35.118.016010.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.06.2011-დან.
- სად არის „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“, №40, 18.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.118.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1103708/