ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.11.2010 ძალადაკარგული 31.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
210020030.35.115.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 02/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2010 წლის 12 ნოემბერი

დ. ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ და „ჯ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შ ესაბამისად:

1. შემოღებულ იქნ ე ს მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:

ა) ახალასაშენებელ ობიექტებზე;

ბ) არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე.

სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას;

ე) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე.

2.ამ დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

3. ამ დადგენილების 1-ლი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.

4. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მოსაკრებელი გადახდილ იქნ ე ს წინასწარ, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

5. ამ დადგენილებით შემოღებული პირების მიერ მოსაკრებელი ჩაირიცხოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.

6. დადგენილება აღსასრულებლად გადაეგზავნოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

7. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ენვერ გველებიანს.

8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ვ. ქურასბედიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2010.
როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მიღებულია 12.11.2010. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 210020030.35.115.016007.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.12.2010-დან.
სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №26, 12.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.115.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1106000/