"ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2010 წლის 17 ნოემბერი
ქ. სენაკი
„ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
სენაკ ის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს „ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
დებულება
„ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის
ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ“
ეს დებულება განსაზღვრავს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქ. სენაკში ვარსკვლავი შეიძლება გაიხსნას როგორც საქართველო ში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართული ჯგუფებისათვის.
2. ვარსკვლავი შეიძლება გაიხსნას სენაკ ის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის,ხელოვნების დარგში ხანგრძლივი და მაღალი ოსტატობისთვის.
3. უცხო სახელმწიფო ში მოღვაწე ხელოვნების ქართულ ი ჯგუფებისათვის შეიძლება ქ. სენაკში გაიხსნას ვარსკვლავი განსაკუთრებული დამსახურებისთვის სენაკ ის წინაშე, ან სენაკის მუნიციპალიტეტში ხელოვნების ერთ-ერთი დარგის განმტკიცება-აღორძინების მიზნით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მუხლი 4. შუამდგომლობა (წინადადება)
1. ქ. სენაკ ში ვარსკვლავის გახსნის თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის (წინადადების) აღძვრის უფლება აქვს სენაკ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგე ბელს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს.
2. ქ. სენაკ ში ვარსკვლავის გახსნის თაობაზე შუამდგომლობას (წინადადებას) თან უნდა ერთვოდეს წარდგენილი ხელოვნების ჯგუფის მოღვაწეობის ამსახველი სრული ბიოგრაფია და სხვა მასალები.
მუხლი 6. შუამდგომლობის (წინადადების) განმხილველი ორგანო
1. მასალებს ვარსკვლავის გახსნის თაობაზე წინასწარი განხილვის წესით ამზადებს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია და გადაწყვეტილებას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს.
2. საკრებულოს ბიურო განიხილავს სოციალურ საკითხთა კომისი ის მიერ წარმოდგენილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას ვარსკვლავის გახსნის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინების თაობაზე.
მუხლი 7. ვარსკვლავის გახსნა
1. ვარსკვლავის გახსნის თაობაზე შუამდგომლობის (წინადადების) დაკმაყოფილების შემთხვევაში საზეიმო ვითარებაში სსიპ „სენაკის აკ. ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ს“ წინ გაიხსნება წარდგენილი ხელოვნების ჯგუფის სახელობის (შვიდქიმიანი) ვარსკვლავი.
2. ვარსკვლავის დამზადება ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. ვარსკვლავის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პერიოდულობა
ვარსკვლავის გახსნის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შუამდგომლობა (წინადადება) განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება ყოველი წლის IV კვარტალში.