საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.08.2009 ბოლო ცვლილება 17.06.2014
ნომერი
№155
სარეგისტრაციო კოდი
480610000.22.030.013398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 07/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.22.030.013.398

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №155–№996

2009 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ვიზის ბლანკის აღწერილობა და ნიმუშები №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საქართველოს ვიზის სარეგისტრაციო ჟურნალი №2 დანართის შესაბამისად.

3. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს, საკონსულო დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ვიზის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის ბლანკისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანართი №1-ის  და  ნიმუში №1-ის შესაბამისად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანართი №1-ის და ნიმუში №2-ის შესაბამისად დამოუკიდებლად უზრუნველყონ ვიზის ბლანკის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადება, შენახვა და აღრიცხვა.

5.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

ი. მერაბიშვილი

დანართი  №1

საქართველოს ვიზის ბლანკის აღწერილობა და ნიმუშები

1. საქართველოს ვიზა წარმოადგენს 85 მმX105 მმ ზომის მართკუთხა ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.

2. ფერი კომბინირებულია, ძირითადი ტონალობა განისაზღვრება ლურჯი-იისფერით.

3. კომპოზიცია გაყოფილია არათანაბარ ნაწილად:

ა) პირველი (ზედა) ნაწილი – მუქ ლურჯ ველზე, მარცხენა მხარეს გამოსახულია მოფრიალე საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარცხენა მხარეს გილიოშის დეკორში ჩასმული საქართველოს რუკის კონტური. წარწერებია: ქართული – ,,საქართველო“; ,,ვიზა“; და ინგლისურ ენაზე ,,Georgia“; ,,Visa“.

ბ) მეორე (შუა) ნაწილი – კომბინირებული ღია ლურჯ და იისფერ ველზე მარჯვენა მხარეს, ქართულ ტრადიციულ (გელათი) ორნამენტზე (ამობურცვის ეფექტით) მოთავსებულია ფოლგა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. მარცხენა მხარეს, გილიოშის ბადეზე მკრთალად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში და მუქი ლურჯი კითხვარის წარწერები. მარცხენა ქვედა ნაწილში მუქი წითელი სააღრიცხვო სერია და ნომერია გამოსახული.

4. დაცული ქაღალდი:

_ ფლუორესცენტული ბოჭკოებით.

5. ოფსეტური ბეჭდვა:

_ ანტიკოპირებადი ფონი;

_  მიკროტექსტი;

_  ულტრაიისფერი დაცვა;

_  ფარული გამოსახულება (უხილავი შეუიარაღებელი თვალით, ხილული მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი).

6. ინტაგლიო (რელიეფური) ბეჭდვა:

_  ტრანსპარანტული (გამჭვირვალე) ინტაგლიო;

_ ინტაგლიო ფერში.

7. აბრეშუმისებური ბეჭდვა:

_ ირისისებური საღებავი.

8. ფოლგა:

_ 3 დაცვის ელემენტით.

9. ულტრაიისფერი სხივით დანათებისას, ვიზის ბლანკზე უნდა იხატებოდეს საქართველოს რუკა  ქ. თბილისის, ქ. სოხუმის, ქ. ცხინვალისა და ქ. ბათუმის მითითებით.

10. საქართველოს ვიზა უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:

 

ა)

ვიზის ტიპი

Type of visa

ბ)

შესვლის ოდენობა

Number of entries

გ)

ძალაშია

Valid from

დ)

მდე

Until

ე)

ყოფნის ვადა 

Duration of stay

 

დღე

Day

ვ)

სახელი, გვარი

Name, surname

ზ)

პასპორტის ნომერი

Number of passport

თ)

მოსაკრებელი

Fee

ი)

გაცემის  ადგილი და თარიღი

Data and place of issue

კ)

ხელმოწერა

Signature

ლ)

აღნიშვნები    

Remarks

 

ნიმუში №1

               ძალაშია

                                                                                                                  პასპორტის

დამკვეთი 

ნიმუში№2

               ძალაშია

                                                                                                                  პასპორტის

დამკვეთი

რიგითი ნომერი

ვი-ზის ტიპი

შესვ-ლათა

  ო დე-ნობა

ძალა-შია

მდე

ყოფ-ნის ვადა

სახე-ლი,

გვარი

პასპორ-ტის ნომერი

გაცემის ადგილი     და თარი-ღი

მო-საკ-რებე-ლი

ხელმო-წერა

აღნიშ-ვნები