ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.11.2010 ძალადაკარგული 31.01.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.138.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 02/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2010 წლის 25 ნოემბერი

ქ.ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

    მუხლი 2

  განისაზღვროს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა. ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით;

ბ. გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა. ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარის ოდენობით თვეში;

ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.       

3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 500 ლარის ოდენობით;

გ. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5 500 ლარის ოდენობით;

დ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №1 დადგენილება.

    

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                   მ. გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2011.
როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 25.11.2010. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.138.016007.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2011-დან.
სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №38, 25.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1112713/