სააქციო საზოგადოებების ,,კახეთის პურის" და ,,მარნეულის ელევატორის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მიწა/ქონება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №194

1998 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოებების „კახეთის პურის“ და „მარნეულის ელევატორის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატზების შესახებ

პურპროდუქტების ობიექტების პრივატიზების დაჩქარებისა და ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვის ევროკომისიის სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნათა შესასრულებლად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინადადებებისა და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. სააქციო საზოგადოებების „კახეთის პურისა“ და „მარნეულის ელევატორის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება მიეცეთ სააქციო საზოგადოება „ვაჩნაძიანს“ და სააქციო საზოგადოება „აგროინვესტს“ სათანადო საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პირობით.

2. აქციათა პაკეტების ფასი განისაზღვროს ნომინალური ღირებულების 20 პროცენტის ოდენობით.

3. ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოებების ,,კახეთის პურის" და ,,მარნეულის ელევატორის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „სააქციო საზოგადოებების ,,კახეთის პურის" და ,,მარნეულის ელევატორის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „სააქციო საზოგადოებების ,,კახეთის პურის" და ,,მარნეულის ელევატორის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სააქციო საზოგადოებების ,,კახეთის პურის" და ,,მარნეულის ელევატორის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111556/