ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,ქუთაისის" შემოქმედებითი კოლექტივის საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №295
199 8 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ქუთაისის“ შემოქმედებითი კოლექტივის საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
ქართული ხალხური სიმღერისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ქუთაისის“ წევრები:
ღირსების ორდენით:
ენვერ გუჯაბიძე – მთავარი ქორეოგრაფი
სამსონ დოღონაძე – ანსამბლის გენერალური დირექტორი და რეჟისორი
ზურაბ სიხარულიძე – ანსამბლის ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.
ღირსების მედლით:
დავით აბულაძე – მოცეკვავე
მაიზერ გაზდელიანი – მომღერალი
ია ესვანჯია – მოცეკვავე
იპოლიტე ნარეშელაშვილი – აკომპანიატორი
მურმან ყურაშვილი – მომღერალი
ოთარ ჭიქაბერიძე – აკომპანიატორი
შოთა ჯიშკარიანი – მოცეკვავე.
ე. შევარდნაძე