აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „თბილქიმფარმის“ სამეთვალყურეო საბჭოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „თბილქიმფარმის“ სამეთვალყურეო საბჭო გაცნობებთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 22 დეკემბერს, 12 საათზე, ჩატარდება სს „თბილქიმფარმის“ აქციონერთა საერთო კრება.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს საპატრიარქოსთვის ეკლესიის ასაშენებლად სს „თბილქიმფარმის“ კუთვნილი ტერიტორიიდან 1500მ2 მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, წულაძის 34-ში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემოიფარგლება შესასვლელი ჭიშკრის მარჯვენა მხარეს, იქვე ღობის გასწვრივ, კონფიგურაცია 30X50-ზე (მომხსენებელი გენ. დირექტორი თ. სულუხია);
2. სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრის არჩევა (მომხსენებელი გენ. დირექტორი თ. სულუხია);
3. სს „თბილქიმფარმის“ 2009 სამეურნეო წლის შედეგების (ბალანსის) განხილვა (მომხსენებელი მთავარი ფინანსური მენეჯერი ბ.აჩუაშვილი);
4. 2009 წლის მოგების განაწილება (მომხსენებელი გენ. დირექტორი თ. სულუხია).
აქციონერს უფლება აქვს, საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნება წარდგენილი საერთო კრებამდე 10 დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განხილულ იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება, მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული.
აქციონერებს შეუძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74, ტელ.: 22 53 51. 25 16 60.
სს „თბილქიმფარმის“ აქციონერთა საერთო კრება ჩატარდება 2010 წლის 22 დეკემბერს, 12 საათზე. თბილისი, წულაძის 34.
სს „თბილქიმფარმის“ სამეთვალყურეო საბჭო