ელექტრობაზრის წევრთა ერთობლივი სპეციალური ანგარიშისა და „საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
300390000.14.011.006591
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 02/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.14.011.006.591

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება№8

2004 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

ელექტრობაზრის წევრთა ერთობლივი სპეციალური ანგარიშისა და „საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებისა და 491მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულ-მა კომისიამ დაადგინა:

1. სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებით (სსმ III, 2001 წ., №98, მუხ. 715) დამტკიცებულ `საბაზრო წესებში” განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ყოველწლიურად საორგანიზაციო სხდომაზე აღმასრულებელი საბჭო იღებს ელექტრობაზრის შტატების ზღვრულ ოდენობასა და წლიურ ბიუჯეტს ელექტრობაზრის გენერალური დირექტორის მიერ მომზადებული პროექტების, ასევე სამუშაო კომიტეტების წინადადებების საფუძველზე. აუცილებლო-ბის შემთხვევაში, აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია დამტკიცებულ შტატების ზღვრულ ოდე-ნობასა და წლიურ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ მიმართოს კომისიას. ელექტრობაზრის შტატების ზღვრულ ოდენობასა და ყოველწლიურ ბიუ-ჯეტს აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს კომისია.”

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1” ქვეპუნქტი:

„ი1) სემეკ-ის მიერ დამტკიცებული ელექტრობაზრის შტატების ზღვრული ოდენობისა და წლიური ბიუჯეტის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვრავს ელექტრობაზრის საშტატო განრიგს, შეაქვს მასში ცვლილებები. საშტატო განრიგი და მასში შესული ცვლილებები ინფორმაციის სახით მიეწოდება კომისიას;”

გ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

     „მუხლის 18. ელექტრობაზრის წევრთა ერთობლივი სპეციალური ანგარიში

1. ამ წესების მე-17 მუხლის შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა (სიმძლავრის) და მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვის მართვისა და ამ წესების შესრულების მიზნით ელექტრობაზარი, ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზია ნ ტთა და პირდაპირ მომხმარებელთა (ელექტრობაზრის წევრების) სახელით სავალდებულო წესით ხსნის სპეციალურ ანგარიშს (ანგარიშებს), რომელიც იყოფა ქვეანგარიშებად ელექტრობაზრის წევრთა მიხედვით და მას სათანადო ნაწილში ფლობს ელექტროენერგეტიკის სექტორის შესაბამისი ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი (ელექტრობაზრის წევრი).

2. სპეციალური ანგარიშიდან (ანგარიშებიდან) გადარიცხვები წარმოებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით.”.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილება და დამატება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 1 აგვისტოდან.

 გ. თავაძე