„საბაზრო წესების” დამტკიცების, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) “საბაზრო წესების” დამტკიცების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებისა და “საბაზრო წესების” დამტკიცების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების დამტკიცების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილების გაუქმების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.004.964
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)-ის
დადგენილება №11
2001 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საბაზრო წესების“ დამტკიცების, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) „საბაზრო წესების“ დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის№2 დადგენილებისა და „საბაზრო წესების“ დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 2000 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილების გაუქმების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „საბაზრო წესები“.
2. გაუქმდეს საქართველოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) „საბაზრო წესების“ დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილება და საქართველოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) „საბაზრო წესები“ – დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის № 2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ სემეკ-ის 2000 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოქვეყნების დღიდან.
ელ. ერისთავი
საბაზრო წესები
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საბაზრო წესების მიზანი და ამოცანები
1. ამ წესების მიზანია საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების სფეროებში ეფექტიანობის ამაღლება და კონკურენციის ეტაპობრივი განვითარება, სექტორში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ლიცენზიატებს შორის საიმედო, სამართლიანი და სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადი სტრუქტურის შენარჩუნება.
2. საბაზო წესები უზრუნველყოფს:
ა) ელექტროენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რესტრუქტურიზაციის პროცესის ადეკვატური საფინანსო-საანგარიშსწორებო სისტემის დანერგვას;
ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მართვის დამოუკიდებელი, დეკორატიული სისტემის (სტრუქტურების ) ჩამოყალიბებას.
3. ელექტრობაზრის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია:
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) ეკონომიკური მიზანშეწონილობა და სამართლიანობა;
გ) გარანტირებული და თავისდროული ანგარიშსწორება;
დ) ბაზრის წევრთა თანასწორუფლებიანობა;
ე) გამჭვირვალობა.
მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში, ქვემოთ მოყვანილია აგრეთვე იმ ტერმინთა განმარტებები, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ელექტრობაზართან.
ა) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორი“ (შემდგომში – გენერალურ დირექტორი) პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრობაზრის უშუალო მართვას საბაზრო წესებისა და ელეტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე; ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს კომისია;
ბ) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ანგარიშსწორების დირექტორი“ (შემდგომში – ანგარიშსწორების დირექტორი) – პირი, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს ელქტრობაზარზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადამცემი და დისპეტჩერიზაციის სისტემების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვის მოცულობებს, ადგენს გადასახდელი თანხების ოდენობას და ანგარიშსწორების ქვითრებს;
გ) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ფონდების დირექტორი“ (შემდგომში – ფონდების დირექტორი) – პირი, რომელიც აგროვებს და ანაწილებს ელქტრობაზარზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის), აგრეთვე გადამცემი და დისპეტჩერიზაციის სისტემების მომსახურების ყიდვა-გაყიდვიდან შემოსულ ფონდებს (თანხებს);
დ) „ანგარიშსწორების პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;
ე) „ელექტრობაზრის გამყიდველი“ – ელექტრობაზრის წევრები – ელექტროენერგიის წარმოებისა და იმპორტის ლიცენზია ნ ტები, რომლებიც ელქტრობაზარზე გამოდიან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმწოდებლებად, ასევე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტები, რომლებიც ელქტრობაზარზე გამოდიან მომსახურების მიმწოდებლებად;
ვ) „ელექტრობაზრის მყიდველი“ – ელექტრობაზრის წევრები – განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზია ნ ტები, პირდაპირი მომხმარებლები, რომლებიც გამოდიან როგორც ელქტრობაზარზე მოთხოვნის განმსაზღვრელები;
ზ) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრი“ (შემდგომში – ელექტრობაზრის წევრი) – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს წარმოების, განაწილების, დისპეტჩერიზაციის, ექსპორტის, იმპორტის ლიცენზიას ან/და არის პირდაპირი მომხმარებელი;
თ) „კონტროლირებადი ტერიტორია“ – საქართველოს ინტეგრირებული ენერგოსისტემა, რომელზედაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტის მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ ტარდება სხვადასხვა საექსპლუატაციო ღონისძიებები, რათა:
თ.ა.)მოხდეს წარმოების ლიცენზიანტთა მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა და მასზე მომხმარებელთა მხრიდან არსებული მოთხოვნის დაბალანსება;
თ.ბ.)განხორციელდეს ელექტროენერგიის გეგმური ურთიერთგაცვლა მეზობელ სისტემებთან;
თ.გ.)ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შენარჩუნებულ იქნეს დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პარამეტრები.
თ.დ.)„საგანგებო პერიოდი“ – დროის გარკვეული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც აუცილებელია განხორციელდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების შეზღუდვები, რათა შენარჩუნებულ იქნეს ელექტროენერგიის (სიმძლავრით) მიწოდების და მოთხოვნის ბალანსი;
ი) „შესაზღუდი ჯგუფი“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტის მიერ შეზღუდვების განრიგის შესამუშავებლად დაჯგუფებულ მომხმარებელთა (ან ფიდერთა) ნუსხა;
კ) „შესაზღუდი განრიგი“ – შესაზღუდი ჯგუფების ნუსხა, რომელიც ადგენს ელექტრობაზრის მყიდველთათვის ელექტროენეგრიის მიწოდების შეზღუდვების რიგითობას და რომლის მიხედვითაც ხდება ელექტრობაზრის მყიდველთათვის ელექტროენერგიის შეზღუდული მიწოდება სიმძლავრის დეფიციტის (საგანგებო) პერიოდებში.
მუხლი 3. ელექტრობაზრის იურიდიული სტატუსი
1. ელექტრობაზრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატთა და პირდაპირ მომხმარებელთა კავშირი (ასოციაცია). საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრების მიერ შექმნილი კავშირი (ასოციაცია) არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. მისი სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს და ემსახურებოდეს ელექტრობაზრის საერთო მიზნებს, მათ შორის,კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინტერესებს.
2. საბაზრო წესები არ ცვლის ელექტრობაზრის წევრების იურიდიულ სტატუსს და ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ყოველი მათგანი რჩება დამოუკიდებელ სუბიექტად. ისინი ერთმანეთისა და მესამე მხარის მიმართ წარმოადგენენ დამოუკიდებელ კონტრაქტორებს.
მუხლი 4. ელექტრობაზრის წევრობა
1. ყველა პირისათვის (იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმე), რომელიც ფლობს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემულ რომელიმე ლიცენზიას, ან, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ მომხმარებელს, სავალდებულოა ელექტრობაზრის წევრობა.
2. ნებისმიერ სხვა სუბიექტს, რომელიც მოღვაწეობს ან აქვს სურვილი იმოღვაწეოს საქართველოს ელქტრობაზარზე, უფლება აქვს გახდეს მისი წევრი, თუკი იგი აკმაყოფილებს კომისიისა და ელექტრობაზრის მიერ დადგენილ პირობებს .
3. ელექტრობაზრის წევრად გახდომის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს.
4. ელექტრობაზარში გაწევრიანების საკითხს იხილავს და წყვეტს აღმასრულებელი საბჭო. ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო ელექტრობაზარში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ხმების 2/3-ით.
5. ელექტრობაზრის წევრებმა უნდა გადაიხადონ საწევრო შენატანი, რომლის ოდენობას განსაღზვრავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამტკიცებს კომისია.
6. საბაზრო წესებისა და ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების, ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოსა და გენერალური დირექტორის, კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ბაზრის წევრობის შეწყვეტის საფუძველი.
7. ელექტრობაზრის მარეგლამენტებელი დოკუმენტების მოთხოვნის დარღვევის ან დავების წარმოშობის შემთხვევაში საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს კომისიის მიერ.
თავი II.ელექტრობაზრის მართვა
მუხლი 5. აღმასრულებელი საბჭო
1. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან:
ა) სამი წევრი – წარმოების ლიცენზია ნ ტთაგან;
ბ) ერთი წევრი- გადაცემის ლიცენზია ნ ტთაგან;
გ) ერთი წევრი – დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტთაგან;
დ) ორი წევრი – განაწილების ლიცენზია ნ ტთაგან;
ე) ერთი წევრი – პირდაპირ მომხმარებელთაგან;
ვ) ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი;
ზ) ერთი წევრი – სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსაგან, სათათბირო ხმის უფლებით;
თ) ერთი წევრი – ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსაგან, სათათბირო ხმის უფლებით;
ი) ერთი წევრი - ფინანსთა სამინისტროსგან, სათათბირო ხმის უფლებით;
2. იმ შემთხვევაში, თუკი სამივე სამინისტროს წარმომადგენელი ჩათვლის, რომ აღმასრულებელი საბჭოს ესა თუ ის გადაწყვეტილება არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილება გახადონ შესაბამისი სამინისტროების, ასევე კომისიის მსჯელობის საგანი. აუცილებლობის შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში.
3. აღმასრულებელი საბჭოს წევრები ინიშნებიან კომისიის მიერ 5 წლის ვადით, შესაბამის ლიცენზია ნ ტთაგან და სამინისტროებიდან კანდიდატურების ოფიციალურად წარდგინების საფუძველზე.
4. აღმასრულებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ წევრი ნებაყოფილბით ტოვებს აღმასრულებელ საბჭოს ან მისი წევრობა უქმდება მისი თანამდებობაზე წარმდგენის მიერ;
ბ) თუ წევრი ამა თუ იმ მიზეზით ტოვებს დაკავებულ თანამდებობას, რომელიც არის საფუძველი მისი აღმასრულებელი საბჭოს წევრობის;
გ) თუ ლიცენზია ნ ტი, რომელმაც წარადგინა პირი, კარგავს თავის წარმომადგენლობას აღმასრულებელ საბჭოში;
დ) თუ მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ე) თუ სასამართლო ცნობს წევრს ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
ვ) თუ წევრი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ასრულებს თავის მოვალეობას;
ზ) თუ წევრი გარდაიცვალა.
მუხლი 6. აღმასრულებელი საბჭოს უფლება-მოვალეობანი
1. აღმასრულებელი საბჭო გენერალურ დირექტორთან ერთად ვალდებულია, ყოველი წლის 31 მარტამდე წარუდგინოს კომისიას გასული წლის საქმიანობის ანგარიში.
2. ელექტრობაზრის წევრს, რომლის წარმომადგენელიც ვერ ესწრება საბჭოს სხდომას, შეუძლია აღმასრულებელ საბჭოში ნოტარიულად დამტკიცებული რწმუნებულებით წარგზავნოს თავისი წარმომადგენელი, რომელიც შეცვლის მის მიერ აღმასრულებელ საბჭოში წარგზავნილ წევრს და მისი არყოფნის პერიოდში ექნება წევრის უფლება.
3. აღმასრულებელი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც წესი, აუცილებელია დამსწრე, ხმის უფლების მქონე წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ი ს მხარდაჭერა.
4. აღმასრულებელი საბჭოს წევრები ხმის უფლების მქონე წევრთა რიგებიდან ირჩევენ თავმჯდომარეს. აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია.
5. აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. იგი ახორციელებს სხდომების ორგანიზაციას, საშუალებას აძლევს ყველა წევრს თავისუფლად გამოხატოს თავისი პოზიცია.
6. აღმასრულებელი საბჭო ყოველწლიურად ატარებს საორგანიზაციო სხდომას დეკემბრის ან იანვრის თვეში, იმ დროსა და ადგილზე, რომელსაც თავმჯდომარე დაადგენს. აღმასრულებელი საბჭო ყოველწლიურად საორგანიზაციო სხდომაზე ამტკიცებს მიმდინარე სხდომების გრაფიკს. საბჭოს ნებისმიერი ორი წევრის მოთხოვნით თავმჯდომარე მას შემდეგ, რაც შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორისაგან მიიღებს განაცხადს, რომელშიც შეტანილი იქნება სხდომაზე განსახილველი საკითხები, სამი დღის ვადაში ვალდებულია მოიწვიოს აღმასრულებელ საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
7. აღმასრულებელი საბჭოს თითოეულ წევრსა და მონაწილეს უნდა მიეწოდოს შეტყობინება სხდომის ჩატარების შესახებ არა უგვიანეს სამი დღისა სხდომის ჩატარების თარიღამდე. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს სხდომაზე განსახილველი საკითხები.
8. ბაზრის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიაში. გასაჩივრება უნდა მოხდეს „ლიცენზია ნ ტების, ლიცენზია ნ ტებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურების წესების შესახებ“ სემეკ-ის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილების შესაბამისად.
9. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში შექმნას დროებითი სამუშაო კომიტეტები ცალკეული კონკრეტული პრობლემის დამუშავების მიზნით.
10. ყოველწლიურ საორგანიზაციო სხდომებზე აღმასრულებელი საბჭო იღებს ელექტრობაზრის საშტატო განრიგისა და წლიურ ბიუჯეტს ელექტრობაზრის გენერალური დირექტორის მიერ მომზადებული პროექტის, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაო კომიტეტების წინადადებების საფუძველზე. აუცილებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ მიმართოს კომისიას. ელექტრობაზრის საშტატო განრიგს და ყოველწლიურ ბიუჯეტს აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს კომისია.
11. აღმასრულებელი საბჭო 5 წლის ვადით ნიშნავს ელექტრობაზრის გენერალურ დირექტორს, რომელსაც გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. გენერალური დირექტორის წარდგინებით აღმასრულებელი საბჭო ითანხმებს ანგარიშსწორების და საბაზრო ფონდების დირექტორების კანდიდატურებს.
12. აღმასრულებელი საბჭო განიხილავს სათანადო სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ და ელექტრობაზრის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტებს, მათ შორის საბაზრო წესების, ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების, წლიური ბიუჯეტის პროექტებს, მათში ცვლილებებსა და დამატებებს და დასტკიცებლად წარუდგენს მათ კომისიას.
13. აღმასრულებელი საბჭოს სხდომები, როგორც წესი, მოიწვევა თვეში ერთხელ, გამონაკლის შემთხვევებში მისი მოწვევა ხდება ბაზრის მინიმუმ 5 წევრის და აღმასრულებელი საბჭოს სამი წევრის მოთხოვნის შემთხვევაში.
14. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს და განიხილოს ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება, საბაზრო წესებისა და მის საფუძველზე სხვა კონკრეტული დოკუმენტების მოთხოვნათა შესასრულებლად. აღმასრულებელი საბჭოს ნებისმიერი წევრის, ასევე ელექტრობაზრის ნებისმიერი წევრის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას და გამოხატოს თავის აზრი სხდომაზე განსახილველ საკითხზე.
მუხლი 7. ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი
1. ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი უშუალოდ ხელძღვანელობს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა სამართლიანად და არადისკრიმინაციული მეთოდებით მართვის მიზნით ჩამოყალიბებულ სპეციალურ დამოუკიდებელ სტრუქტურას – ელექტრობაზარს და ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი საბჭოს და კომისიის წინაშე.
2. ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი საბაზრო წესების შესაბამისად:
ა) ახორციელებს ელექტრობაზრის უშუალო მართვასა და მონიტორინგს;
ბ) ხელმძღვანელობს საბაზრო წესების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების, განხილვისა და დასამტკიცებლად წარდგენის, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის სამუშაოებს;
გ) აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს შორის განიხილავს და წყვეტს ელექტრობაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების ყველა საკითხს;
დ) წარმოადგენს ელექტრობაზარს;
ე) აღმასრულებელ საბჭოსთან შეთანხმებით, საკონტრაქტო საფუძველზე ნიშნავს ელექტრობაზრის ანგარიშსწორების და საბაზრო ფონდების დირექტორებს;
ვ) დისპეტჩერიზაციის ლიცნზიანტთან ერთად ამტკიცებს ელექტრობაზაზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსებს და საჭიროების მიხედვით ახდენს მათ კორექტირებას. პროგნოზირებადი დეფიციტის შემთხვევაში დადგენილი წესის მიხედვით აცხადებს ტენდერს ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და დამატებითი სიმძლავრეების გამოვლინებაზე. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ქმნის სატენდერო კომისიას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს კომისიას შეტყობინებებს ელექტრობაზრის წევრების მიერ ლიცენზიის პირობების დაშვებული ან მოსალოდნელი დარღვევის შესახებ;
თ) ახორციელებს დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის, წარმოებისა და ხვა ლიცენზია ნ ტების მიერ საბაზრო წესების, ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების დაცვის მონიტორინგს;
ი) დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის ფარგლებში და, როგორც წესი, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე დამოუკიდებლად აწესებს შრომის ანაზღაურების (ხელფასების) დონეებს და პრემიერების სისტემას;
კ) ხელმძღვანელობს ელექტრობაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების, პროგნოზირების კვლევით სამუშაოებს;
ლ) ხელძღვანელობს ელექტრობაზრის საქმიანობის პერიოდული ანგარიშების მომზადების სამუშაოებს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს;
ნ) კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ელექტრობაზრის წ ფ რეებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მთლიანად საქმიანობის გამჭვირვალე ო ბას.
თავი III. ელექტროენერგიის (სიმძლავრეების)
ბალანსების ფორმირება, განაწილება და დისპეტჩერიზაცია
მუხლი 8. ელექტრობაზრის წევრის უფლება-მოვალეობანი
1. ელექტრობაზრის წევრი ვალდებულია:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს, სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია ელექტრობაზარს ან საშუალებების მუშაობის საიმედოობის შესახებ;
ბ) დაუმორჩილოს (შესაბამისობაში მოიყვანოს) მის ხელთ არსებული საშუალებები ცენტრალური დისპეტჩერიზაციის მოთხოვნებს. ამ პირობის დაცვით ელექტრობაზრის წევრი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს ამა თუ თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობა და ხარისხი; ელექტრობაზრის წევრს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი ცენტრალური დისპეტჩერიზააციიდან (სისტემიდან), თუ ამგვარი ქმედება ნებადართულია წინასწარ დადგენილი რეჟიმით;
გ) ელექტრობაზრის წევრი ვალდებულია მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საექსპლუატაციო დონემდე ოპტიმალურ ვადებში.
2. გენერაციის საშუალებების და მიწოდების წყაროების ყოველდღიური დაგეგმვა და კოორდინაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს ელექტრობაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.
3. წარმოებისა და ტენდერში გამარჯვებული იმპორტის ლიცენზია ნ ტები ვალდებულნი არიან ელექტობაზარს ოფიციალურად წარუდგინონ მომავალი დღის, თვის, კვარტ ა ლისა და წლისათავის ელქტრობაზარზე, ასევე პირდაპირი კონტრაქტებით ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდების განაცხადები დადგენილი წესით. განაწილების და ექსპორტის ლიცენზია ნ ტები, პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს ოფიციალურად წარუდგინონ მომავალი დღის, თვის, კვარტ ა ლისა და წლისთავის ელქტრობაზარზე, ასევე პირდაპირი კონტრაქტებით შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) განაცხადები.
4. ელქტრობაზარი წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზია ნ ტებთან ერთად ამუშავებს და ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) ბალანსებს და ამის შესახებ ოფიციალურად ატყობინებს წარმოების, იმპორტის, განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზია ნ ტებს, პირდაპირ მომხმარებლებს. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებულ ბალანსებში ლიცენზია ნ ტების და პირდაპირი მომხმარებლების მიხედვით დაფიქსირებული პარამეტრები წარმოადგენენ მათ მავალდებულებელ დოკუმენტს და ეს ბალანსები ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
5. ელექტრობაზარი ვალდებულია უზრუნველყოს ლიცეზია ნ ტებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებში მოცემული ვალდებულებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი.
6. ელექტრობაზარი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზია ნ ტების, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელქტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურება, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიატებისათვის მიღებული თანხების გადარიცხვა საბაზრო წესების შესაბამისად. გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი აფიქსირებს დავალიანებების ოდენობას და წარმოების (იმპორტის) ლიცენზია ნ ტის მოთხოვნისთანავე განსაზღვრავს მის მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე განაწილების ლიცენზია ნ ტს (ლიცენზია ნ ტებს) ან/და პირდაპირ მომხმარებელს (მომხმარებლებს) დავალიანების საკითხის სასამართლოში გადაცემის შემთხვევაში ელექტრობაზარი შეიძლება გამოვიდეს თანამოსარჩელედ.
7. ელექტრობაზარი „ელექტროენერგიის გამომუშავების, ხარჯისა და მიწოდების აქტების“ საფუძველზე ანგარიშობს ელექტროენერგიის ფაქტობრივ საშუალო გასაყიდ ფასს და დადგენილ გასაყიდ ფასთან სხვაობის შემთხვევაში შეაქვს წინადადება კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებებისათვის.
8. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ლიცენზია ნ ტი ან პირდაპირი მომხმარებლები განიცდის ქონებრივ ზიანს სხვა ლიცენზია ნ ტის (ლიცენზია ნ ტების) ან/და პირდაპირი მომხმარებლის მიზეზით ზარალის ანაზღაურება ხდება არსებული კანონმდებლობის თანახმად.
9. ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსების გამუმჯობესები ს, აგრეთვე ლიცენზიატებს ან პირდაპირ მომხმარებლებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, იდება ორმხრივი ან მრავალმხრივი კონტრაქტები, მ.შ. ელექტრობაზრის მონაწილეობით.
მუხლი 9. დისპეტჩერიზაცია და დაგეგმვა
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტი ვალდებულია:
ა) ელექტრობაზართან ერთად ისე დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს ტექნიკური სტანდარტების მოთხოვნებს;
ბ) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების, გადაცემის და მოხმარების დაბალანსება;
გ) ელექტრობაზართან ერთად დაამუშაოს და განახორციელოს ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდების (წარმოების, იმპორტის) ოპერატიული (ყოველდღიური) გრაფიკები. ასეთი გრაფიკები უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებელთა მოთხოვნებს და ითვალისწინებდნენ სიმძლავრეების აუცილებელ რეზერვებს და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საექსპორტო ვალდებულებებს;
დ) შეასრულოს ელექტრობაზრის მითითებები განაწილების ლიცენზია ნ ტებზე და პირდაპირ მომხმარებლებზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების რაოდენობების შეზღუდვების, შეწყვეტების ან გაზრდის შესახებ, მისი ღირებულების გადახდისაგან დამოკიდებულებით;
ე) შეასრულოს ელექტრობაზრის მითითებების წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, განაწილების ლიცენზიათა, ასევე პირდაპირი მომხმარებელთა მიმართ, რომელთა მიზანია ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვა.
2. ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან უპირობოდ შეასრულონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ თავის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული მოთხოვნები.
3. ყოველდღიურად მიაწოდოს ელექტრობაზარს ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა მთელი დღის განმავლობაში, ასევე, ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ განაცხადში.
მუხლი 10. ოპერატიული (ყოველდღიური) დაგეგმვა
1. ყოველდღე არა, უგვიანეს 09:30 საათისა, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზია ნ ტებმა უნდა წარმოადგინონ ელექტრობაზრის (ანგარიშსწორების დირექტორს) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტს, ყოველი გენერაციის ბლოკის მიხედვით, ასევე პირდაპირ კონტრაქტებთან დაკავშირებული შემდეგი დღის შესაძლებლობის განაცხადი. ეს განაცხადი უნდა მოიცავდეს ყოველი გენერაციის ბლოკისა და პირდაპირი კონტრაქტის დაგეგმილ შესაძლებლობას, მომდევნო დღის განმავლობაში ელქტროენერგიის მიწოდების შესახებ. თუ გენერაციის რომელიმე ლიცენზიატი ვერ წარმოადგენს გენერაციის ბლოკთან და პირდაპირ კონტრაქტთან დაკავშირებით რაიმე მონაცემს, რაც მოეთხოვება ამ თვის შესაბამისად, მაშინ ანგარიშსწორების დირექტორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ჩათვლიან, რომ გენერაციის ბლოკი და/ან პირდაპირი კონტრაქტი არ არის მუშა მდგომარეობაში და, შესაბამისად, შეცვლიან გეგმას თითოეული სადგურის მზადყოფნას და გაანგარიშებას.
2. დაწესებული პროცედურის შესაბამისად, გენერაციისა ან იმპორტის ლიცენზიატებმა შეიძლება წარუდგინონ ანგარიშსწორების დირექტორის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეცვლილი შესაძლებლობის განაცხადი, ყოველ გენერაციის ბლოკთან და პირდაპირ კონტრაქტთან მიმართებაში, რომლის შესაძლებლობა შეიცვალა ბოლო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ.
თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტი დაადგენს, რომ ყველა გენერაციის ბლოკის ფაქტობრივი შესაძლებლობა არის ადრე განცხადებულ ჯამურ შესაძლებლობაზე ნაკლები, მაშინ უნდა მოახდინოს ფაქტობრივად განცხადებული ოდენობის ცვლილება და მაშინვე უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია ანგარიშსწორების დირექტორს და ყველა დაინტერესებულ მხარეს.
3. ყოველდღე არაუგვიანეს 9:30 საათისა, ელექტრობაზრის მყიდველმა, იმპორტისა და ექსპორტის (პირდაპირი კონტრაქტის ჩათვლით) ლიცენზია ნ ტებმა უნდა წარმოუდგინონ სათანადო გადაცემის საათობრივი გეგმები ანგარიშსწორების დირექტორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტს, რათა შეტანილ იქნეს ცვლილებები მომავალი დღის გეგმაში თითოეულ სადგურთან მიმართებით.
მუხლი 11. პირდაპირი კონტრაქტები
1. პირდაპირი კონტრაქტები არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ნებადართულია:
ა) განაწილებისა და წარმოების ლიცენზია ნ ტებს შორის;
ბ) განაწილებისა და იმპორტის ლიცენზი ნ ტებს შორის;
გ) წარმოებისა და ექსპორტის ლიცენზია ნ ტებს შორის;
დ) წარმოების ლიცენზიატსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის;
ე) იმპორტის ლიცენზიატსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის;
ვ) წარმოების, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის ლიცენზია ნ ტების, აგრეთვე პირდაპირ მომხმარებლებს შორის, ერთი მხრივ, და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტებს შორის, მეორე მხრივ, ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ დადებული პირდაპირი კონტრაქტის ფარგლებში.
2. საბითუმო ბაზრის გენერალურმა დირექტორმა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოამზადოს, აღმასრულებელ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს სპეციალური პროცედურები, რომელშიც აღწერილი იქნება ის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ლიცენზია ნ ტმა, რათა მიიღოს პირდაპირი კონტრაქტების დადების უფლება. მასში ასევე უნდა აღინიშნოს, თუ რამდენი მეგავატი შეუძლია სადგურმა გაყიდოს პირდაპირი კონტრაქტის გზით. აღნიშნულ სპეციალურ პროცედურებს ამტკიცებს კომისია.
3. პირდაპირი კონტრაქტის გზით ელექტროენერგიის მიღება არ ათავისუფლებს მყიდველს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტისათვის შესაბამისი ტარიფის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე ელექტრობაზრისათვის ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ და პირდაპირი კონტრაქტით დადგენილ ტარიფებს შორის სხვაობის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. პირდაპირი კონტრაქტის მხარეები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს (ანგარიშსწორების დირექტორს) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტს მიაწოდონ ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტის ზუსტად განხორციელება და ანგარიშსწორებაში მისი ზუსტი ასახვა.
მუხლი 12. შეზღუდვები და საგანგებო პერიოდი
1. საქართველოში არსებული ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის დეფიციტიდან გამომდინარე ელექტრობაზარს უნდა გააჩნდეს საგანგებო პერიოდისათვის შეზღუდვების გეგმები.
2. ელექტრობაზარი დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტთან ერთად ამუშავებს ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდების შეზღუდვების განრიგს (გეგმას) მოსალოდნელი სხვადასხვა დეფიციტური რეჟიმებისათვის. შეზღუდვების განრიგს (გეგმას) განიხილავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამ უკანასკნელის წარდგინებით მტკიცდება კომისიის მიერ.
3. შეზღუდვების გეგმის შემუშავებისას და განხორციელებისას პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მყიდველების მიერ მოხმარებული ელექტროენეგრიის ღირებულების გადახდის და საბანკო დეპოზიტის დაფარვის ან აკრედიტივის გახსნის მდგომარეობა.
4. შეზღუდვების გეგმაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული დეფიციტის (ვარიანტის) პირობებში შესაზღუდი (გამოსართავი) მომხმარებლები, მათი სიმძლავრე და (ან) ენერგია, შეზღუდვის (გამორთვის) რიგითობა.
5. დამტკიცებული შეზღუდვების გეგმის შესაბამისად დეფიციტის პირობებში დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტი ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას.
6. შეზღუდვების გეგმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტის მიერ განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა გამორთული იქნებიან ქსელიდან ის მყიდველები, რომლებიც არ ასრულებენ გადახდის ან საბანკო დეპოზიტის დაფარვის ან აკრედიტივის გახსნის ვალდებულებებს.
7. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს იმ მომხმარებელთა ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკის თვალსაზრისით არ შეიძლება ჩართულ იქნენ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის გეგმებში, განსაზღვრავს ნუსხაში შეტანილი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გარანტირებული ანაზღაურების წესსა და წყაროებს.
8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტი აცხადებს საგანგებო პერიოდს, როცა დაირღვევა ელექტრული სიმძლავრის და (ან) ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსი (წარმოების, გადაცემის საშუალებების სისტემიდან გათიშვის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო).
9. საგანგებო პერიოდის განმავლობაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზი ნ ტმა შეიძლება მოსთხოვოს ელექტრობაზრის გამყიდველებსა გადაცემის ლიცენზიატს სარეზერვო და (ან) რემონტის გამო გაჩერებული სიმძლავრეების ჩართვა და ელექტრობაზრის წევრებს თხოვოს საგანგებო პირობების დაცვა.
თავი IV. გადაცემის და განაწილების
ქსელებში ჩართვის პირობებში
მუხლი 13. გადაცემის ქსელში ჩართვა
1. გადაცემის ლიცენზია ნ ტი გადაცემის ქსელში ჩართვას ნებისმიერ წარმოების, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის ლიცენზია ნ ტს ან პირდაპირ მომხმარებელს, მათი საჭიროების შესაბამისად იმ პირობით, რომ ჩართვის მთხოვნელი ელექტრობაზრის წევრია და აკმაყოფილებს შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებს.
2. გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტებმა უნდა მოამზადონ და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინონ საინვესტიციო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ის გადამცემი საშუალებები, რომელთა აშენება აუცილებელი იქნება შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში.
3. ლიცენზია ნ ტს აქვს უფლება შეუწყვიტოს მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 14. განაწილების ქსელში ჩართვა
1. განაწილების ლიცენზია ნ ტი განაწილების სისტემაში ჩართავს მომხმარებლებს, რომელიც დააკმაყოფილებს შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებს და ფინანსურ კრიტერიუმებს, რომლებიც გამომდინარეობენ არსებული კანონმდებლობიდან.
2. განაწილების ლიცენზია ნ ტს აქვს უფლება შეუწყვიტოს მომსახურება მომხმარებელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, საბაზრო წესებისა და ტექნიკური სტანდარტების, ასევე სხვა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
თავი V. ელექტრობაზრის ფინანსები
მუხლი 15. საწევრო შენატანები
1. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრთა კავშირის (ასოციაციის) – ელექტრობაზრის ხელმძღვანელი ორგანოებისა და აპარატის (სამსახურების) დაფინანსება ხორციელდება საწევრო შენატანების, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლების ხარჯზე.
2. საწევრო შენატანების სიდიდე განისაზღვრება ელექტრობაზრის ხელმძღვანელი ორგანოებისა და აპარატის (სამსახურების) შენახვის ხარჯებიდან გამომდინარე და მტკიცდება კომისიის მიერ აღმასრულებელი საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
3. საწევრო შენატანები თავს იყრის ელექტრობაზრის ანგარიშსწორების ანგარიშზე და შემოსული თანხების ხარჯვა წარმოებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.
4. ელექტრობაზრის ყოველი წევრი ვალდებულია კვარტალურად დადგენილი წესით შეიტანოს საწევრო შენატანი.
5. აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან გენერალურ დირექტორთან ერთად განსაზღვრონ ბაზრის იმ ხარჯების დაფარვის წყაროები, რომლებიც არ არის შესული დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში.
6. წარმოებისა და იმპორტის ლიცენზია ნ ტები საწევრო შენატანების გადახდას იწყებენ, როგორც წესი, მას შემდეგ, როცა ელექტრობაზარი მათ პირველად გადაუხდის მოწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების თანხებს. დასაშვებია ელექტრობაზრის ნებისმიერი საწევრო შენატანის წინასწარი, საავანსო გადახდა.
მუხლი 16. სხვა შემოსავლები
ელექტრობაზრის სხვა შემოსავლები შეიძლება იყოს გრანტები, შემოწირულობანი, საბიუჯეტო სახსრები (სახელმწიფო პროგრამებისა და შეკვეთების ფარგლებში) და სხვა.
თავი VI. ელექტროენერგეტიკული სექტორის ფინანსური სისტემა ელექტრობაზრის ფუნქციონირების პირობებში
მუხლი 17. ფინანსური სისტემის რეფორმის ძირითადი პრინციპები
ელექტროენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის საფუძველზე საფინანსო საანგარიშსწორებო სისტემის რეფორმა უნდა ემყარებოდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) საფინანსო-საანგარიშსწორებო ურთიერთობების დეცენტრალიზაცია „მეწარმეთა შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად;
ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) რეალიზაციასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მოძრაობაში ზედმეტი შუალედური რგოლების გაუქმება (შემცირება) და გამჭვირვალობა;
გ) საკუთარი ფინანსური რესურსების დამოუკიდებელი განკარგვა ყველა ლიცენზია ნ ტის მიერ და ამ საქმეში სხვა ლიცენზია ნ ტის უკანონო ჩართვის, დისკრიმინაციული ფინანსური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობათა აღკვეთა;
დ) ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება, ყოველი ლიცენზია ნ ტის რეალური უფლება-მოვალეობების მოყვანა კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.
მუხლი 18. ელექტრობაზრის სპეციალური ტრანსფერტული ანგარიში
1. ამ წესების მე-17 მუხლის შესაბამისად ელექტრობაზარი საბანკო დაწესებულებაში ხსნის სპეციალურ ტრანსფერტულ ანგარიშს, რომელზეც თავს იყრის ელექტრობაზრის მყიდველების მიერ საბაზრო წესების მიხედვით გადახდილი მთელი თანხები. ამ ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა, როგორც წესი, შეიძლება მხოლოდ ელქტრობაზარზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველების საბანკო ანგარიშებზე.
2. ელექტრობაზრის სპეციალური ანგარიშებიდან თანხების უშუალო (პირდაპირი) გადარიცხვები ელექტრობაზრის გამყიდველებისათვის წარმოებს სისტემატიურად (საბანკო ოპერაციების განხორციელების მოხერხებულობებიდან გამომდინარე), წინასწარ მომზადებული, აღმასრულებელი საბჭოს მიერ მოწონებული წესის მიხედვით, რომელიც ცნობილი ელექტრობაზრის ყველა წევრისათვის, ამ უკანასკნელის შედგენის საფუძველია ელექტრობაზრის გამყიდველების მიერ მოწოდებული ელექტროენერგიისა (სიმძლავრეების) და მომსახურების მოცულობები, მათი საბითუმო ფასები და ყოველი გამყიდველის სრული თანასწორუფლებიანობა.
3. აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრობაზარი საბანკო დაწესებულებებში ხსნის აგრეთვე სხვა ანგარიშებს.
თავი VII. ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება
მუხლი 19. ელექტროენერგიის აღრიცხვა
1. ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორების მიზნით ელექტრობაზრის წევრები აღჭურვილ უნდა იქნენ ტექნიკურად გამართული აღრიცხვის ხელსაწყოებით (მრიცხველებით). აღრიცხვის ხელსაწყოები უნდა მდებარეობდეს მიღებისა და მიწოდების წერტილებში, რაც დაკონკრეტდება ელექტრობაზრის ტექნიკურ სტანდარტებში.
2. აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები, მათ შორის,აქტიური და რეაქტიული ენერგიის და სიმძლავრის მრიცხველები, შემკრები მოწყობილობები, აღრიცხვის ავტომატური გაზომვის სისტემები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი ხელსაწყოები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ სტანდარტებს და შეტანილი იყოს გამზომ ხელსაწყოთა სახელმწიფო რეესტრში. აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტროდანადგარების მოწყობის მოქმედი წესების შესაბამისად.
3. საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეულ დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის წრედების დარღვევაზე მატერიალური და იურიდიული პასუხისმგებელია ელექტრობაზრის წევრები, რომელთა ბალანსზეც იმყოფება მრიცხველების განთავსების მოწყობილობა.
4. ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ელექტრობაზრის წარმომადგენლის შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან.
5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტი, სხვა ლიცენზია ნ ტები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია ელექტრობაზარს დადგენილი წესით.
მუხლი 20. ანგარიშსწორება
1. ანგარიშსწორების პერიოდად მიღებულია ერთი კალენდარული თვე.
2. ელექტრობაზრის წევრები ვალდებული არიან საანგარიშო თვის დამთავრებიდან ხუთი დღის ვადაში სათანადო აქტით აცნობონ ელექტრობაზარს (ანგარიშსწორების დირექტორს) ინფორმაცია:
ა) ანგარიშსწორების პერიოდის განმავლობაში მიწოდებული, მიღებული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ აქტი დამოწმებული უნდა იყოს ელექტრობაზრის რეგიონალური წარმომადგენლის მიერ.
ბ) პირდაპირი კონტრაქტებით შესყიდული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და მომსახურების რაოდენობის შესახებ.
3. ზემოაღნიშნული ინფორმაციის თავისდროული მიუწოდებლობის შემთხვევაში ელექტრობაზრის წევრები პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების გადაანგარიშება მოხდება იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება.
5. გადაცემის ზენორმატიული დანაკარგების გაწერა ხდება სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით. დანაკარგების წარმოშობის მიზეზებზე დავის წარმოშობის შემთხვევაში ელექტრობაზარი ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ზენორმატიული დანაკარგების განაწილების შესახებ.
6. ანგარიშსწორების დირექტორი ვალდებულია:
ა) განსაზღვროს ანგარიშსწორების პერიოდში დანაკარგების საერთო რაოდენობა;
ბ) აღრიცხოს ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა;
გ) განსაზღვროს თანხების ის მოცულობა, რომელიც მართებთ ელექტრობაზრის მყიდველებს ელექტრობაზრის გამყიდველების მიმართ და ეს ინფორმაცია დადგენილი წესით მიაწოდოს საბაზრო ფონდების დირექტორს.
7. ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველების მიერ ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (გარდა სს AES-თელასისა).
მუხლი 21. საბაზრო ფონდების დირექტორი
1. საბაზრო ფონდების დირექტორი ვალდებულია:
ყოველი საანგარიშო პერიოდის პირველი ათი დღის განმავლობაში ანგარიშსწორების დირექტორისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გასცეს ქვითრები ელექტრობაზრის მყიდველებზე;
ბ) ელექტრობაზრის მყიდველებისგან მიღებული თანხები გაანაწილოს ელექტრობაზრის გამყიდველებზე დადგენილი წესით;
გ) ელექტროენერგიის მყიდველებისგან საფასურის მიუღებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება აწარმოოს დეპოზიტური ანგარიშიდან აკრედიტივებიდან);
დ) საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 30 რიცხვამდე სრულად დაფაროს შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება. თუ საბითუმო ბაზრის მყიდველი ამ ვადაში არ გადაიხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს აცნობს ამ მყიდველებისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.
ე) თუ საბითუმო ბაზრის მყიდველი დაარღვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებას, მაშინ მყიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
ვ) ელექტრობაზრის წევრები არ არიან ფინანსურად პასუხისმგებლები ხელშეკრულების პირობებით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებაზე, როდესაც სახეზეა ფორსმაჟორული პირობები. ელექტრობაზრის ნებისმიერი წევრი, რომელიც აღმოჩნდება ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საბითუმო ბაზრის გენერალურ დირექტორს.
მუხლი 22. მონაცემების შეგროვება და დადასტურება
1. ბაზრის წევრებმა, დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიანტებმა დადგენილი წესით ანგარიშსწორების დირექტორს ყოველდღიურად უნდა მიაწოდონ ყველა სახის მრიცხველიდან ჩამოწერილი ინფორმაცია, რათა ამით უზრუნველყონ ზუსტი და დროული ანგარიშსწორება.
2. წარმოებული, მოხმარებული, იმპორტირებული და ექსპორტირებული ენერგიის ოდენობა უნდა ემყარებოდეს მრიცხველიდან წაკითხულ მონაცემებს.
3. ანგარიშსწორების დირექტორმა, შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების გზით, უნდა შეაგროვოს მრიცხველიდან წაკითხული მონაცემები და შესაბამისად შეაჯამოს წარმოებული და მოხმარებული ენერგიის მონაცემები.
4. თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისათვის აღრიცხულ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს შემდეგი ცვლადების განსაზღვრა:
E გენ – ელექტროსადგურის მთლიანი წარმოება (ენერგობლოკების მიხედვით);
E სად – ელექტროსადგურის მიერ სალტებიდან მოწოდებული ელექტროენერგია (მთლიან წარმოებას გამოკლებული საკუთარი მოხმარება).
E საბ – განაწილების ლიცენზიანტების და პირდაპირი მომხმარებლების რეალური მოხმარება.
E იმპ – იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა.
E ექს – ექსპორტის ლიცენზიანტების მიერ შესყიდული ელექტროენერგია.
E პირ – პირდაპირი კონტრაქტებით მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა.
5. ანგარიშსწორების დირექტორს, იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროს გადასახდელი თანხების ოდენობა, შეუძლია მოსთხოვოს მონაწილეებს, რათა მათ ანგარიშსწორების დირექტორს პერიოდულად მიაწოდოს სადგურის თითოეული ბლოკის მიერ წარმოებული ჯამური აღრიცხული მონაცემები.
6. მიღებულ მონაცემთა სისწორის შესამოწმებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს და ანგარიშსწორების დირექტორს, ერთად ან ცალ-ცალკე, ან მათ წარმომადგენელს უფლება აქვთ ადგილზე შეამოწმონ ბაზრის მონაწილის ყველა მრიცხველის სიზუსტე და შესაბამისობა ტექნიკურ სტანდარტებთან.
7. ელექტრობაზრის სუბიექტებისათვის გადასახდელი თანხის ანგარიში
ა) განაწილების და ექსპორტის ლიცენზიატებსა და პირდაპირ კონტრაქტებით გადასახდელი თანხა უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
R=( Eსაბ- Eპირ) x Tბით+Eპირx [Tგად+ Tდისპ+ Tსაქრუს+ Tიმპ.მდგ+( Tგენ – Ti),სადაც
R – ელექტრობაზრის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურების ჯამი – გადასახდელი თანხა (ლარებში);
E საბ – განაწილების და ექსპორტის ლიცენზიანტების, აგრეთვე პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება (კილოვატსაათებში);
Eსაბ= Eსად+ Eიმპ-L
Eპირ – პირდაპირი კონტრაქტებით მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (კილოვატ-საათებში);
Eიმპ – იმპორტის ლიცენზიანტების მიერ შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობა (კილოვატსაათებში);
L – ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის ქსელში (კილოვატსაათებში)
Tბით – სემეკ-ის მიერ დაწესებული საშუალო საბითუმო ტარიფი (თეთრი / კვტსთ)
T გად – სემეკ-ის მიერ ელექტროგადაცემისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/ კვტსთ)
T დისპ- სემეკ-ის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებისათვის დაწესებული (თეთრი/კვტსთ)
T საქრუს – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი საქრუსენერგოსათვის
Tიმპ.მდგ. სემეკ-ის მიერ დაწესებული საიმპორტო მდგენელი (თეთრი/კვტსთ)
T გენ – სემეკ-ის მიერ დაწესებული გენერაციის საშუალო ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
Ti – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი თითოეული ელექტროსადგურისათვის (თეთრი/კვტსთ)
ბ) წარმოების ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა გაიანგარიშება შემდეგნაირად:
Mi =(Eსად-Eპირ)xT i
სადაც
Mi – თითოეული ელექტროსადგურისათვის გადასახდელი თანხა (ლარებში)
Eსად – ელექტროსადგურის მიერ სალტეებიდან მიწოდებული ელექტროენერგია (კილოვატ საათებში)

გ) იმპორტის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა გაიანგარიშება შემდეგნაირად:
Mi =( Eსად – Eპირ)x Ti, სადაც
Mიმპ – იმპორტის ღირებულება (ლარებში)
Eიმპ – იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ)
დ) გადაცემის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
Mიმპ = Eიმპx Tიმპ, სადაც
Mგად – გადაცემის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა (ლარებში)
Eსაბ – განაწილების ლიცენზიატებზე და პირდაპირ მომხმარებლებზე მიწოდებული (გადაცემული ან ქსელებში გატარებული) ელექტროენერგიის მოცულობა, დანაკარგების გათვალისწინებით (კილოვატ საათებში)
Tგად – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი ელექტროგადაცემისათვის (თეთრი/კვტსთ)
ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
Mდისპ = Eსაბ ´ Tდისპ, სადაც
Mდისპ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
Eსაბ – განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიატების, აგრეთვე პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება (კილოვატ საათებში)
Tდისპ – სემეკ-ის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
8. თუ ელექტრობაზრის სპეციალურ სატრანსფერო ანგარიშზე წარმოიშვება თანხების უკმარისობა და შესაბამისად ელექტრობაზარი ვერ ახერხებს მე-7 პუნქტის შესაბამისად საჭირო თანხების გადახდას, საბაზრო ფონდების დირექტორი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გენერალურ დირექტორს და აღმასრულებელ საბჭოს. ამავე დროს საბაზრო ფონდების დირექტორი რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით ანგარიშობს გადასახდელ თანხებს შემდეგნაირად:
9.
À) M
KÊÏÒ = R
სადაც
K კორ – მაკორექტირებელი კოეფიციენტი
M – ელექტრობაზრის ანგარიშზე საანგარიშო თვეში შემოსული რეალური ამონაგები (ლარებში)
R – ელექტრობაზრის ანგარიშზე საანგარიშო თვეში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ჯამი (ლარებში)
ბ) სექტორის სუბიექტებზე რეალურად გადასახდელი თანხა იანგარიშება მე-7 პუნქტში მიღებული მონაცემების გადამრავლებით მაკორექტირებელ კოეფიციენტზე.
თავი VIII. ბაზრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მონაცემები
მუხლი 23. მონაცემების ჩამონათვალი
1. ბაზრის თითოეულმა მონაწილემ საბითუმო ბაზარსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტს უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები:
მონაცემები, რომლებიც აუცილებელია:
ა) ბაზრის ყველა წევრისაგან:
სრული სახელწოდება;
საქმიანობის ტიპი;
ადგილმდებარეობა;
ბ) თბოელექტროსადგურებისგან:
სადგურის სახელწოდება;
ბლოკის ნომერი;
ბლოკის მრიცხველის მდებარეობა;
ბლოკის დადგმული სიმძლავრე;
ბლოკის მინიმალური დატვირთვა;
ბლოკის თბომახასიათებლები;
პირდაპირი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
საწვავის ტიპი და ფასი;
გ) ჰიდროელექტროსადგურებიდან:
სადგურის სახელწოდება;
სადგურის ნომერი;
სადგურის მრიცხველი მდებარეობა;
სადგურის დადგმული სიმძლავრე;
პირდაპირი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).
დ) განაწილების, იმპორტის და ექსპორტის ლიცენზია ნ ტებისაგან:
ელექტროენერგიის ქსელიდან მიღების წერტილი;
აღრიცხვის წერტილი;
პირდაპირი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
ე) პირდაპირი მომხმარებლებისაგან:
ელექტროენერგიის ქსელიდან მიღების პუნქტები;
აღრიცხვის წერტილი;
პირდაპირი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).
2. საბითუმო ბაზრის ყველა მონაწილემ დროგამოშვებით უნდა შეასწოროს აღნიშნული მონაცემები, რათა უზრუნველყონ ინფორმაციის სიზუსტე. ანგარიშსწორების დირექტორმა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტმა ორი დღის ვადაში მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ აღნიშნულ შესწორებულ მონაცემებს, შესაბამისი შესწორებები უნდა შეიტანონ საკუთარ მონაცემთა ბანკში.
თავი IX. დავების გადაჭრა
მუხლი 24. დავების გადაჭრის პროცედურა
1. თუ ელექტრობაზრის წევრი არ ეთანხმება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას, მას შეუძლია იგი გაასაჩივროს კომისიაში, თუ გადაწყვეტილება:
ა) ელექტრობაზრის წევრისაგან მოითხოვს, საბაზრო წესებისა და ხელშეკრულების შესაბამისად, რაიმე დამატებითი თანხის გადახდას ან მოქმედებას;
ბ) საბაზრო წესებისა და ხელშეკრულების შესაბამისად, ამცირებს ელექტრობაზრის წევრის მიერ მისაღებ თანხას ან უკრძალავს რაიმე მოქმედებას;
გ) ზღუდავს ელექტრობაზრის წევრის იმ უფლებას, რომელიც მისი აზრით მას მინიჭებული აქვს საბაზრო წესებითა და ხელშეკრულებით, ან აკისრებს ისეთ ვალდებულებას, რომელსაც საბაზრო წესები და ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის მიმართ;
დ) იწვევს ელექტრობაზრის წევრის სტატუსის გაუქმებას ან ელექტრობაზრის წევრს აკისრებს ჯარიმას ნებისმიერი სახით;
ე) ზღუდავს ელექტრობაზრის წევრის უფლებას მიიღოს გადაცემის მომსახურება.
2. ელექტრობაზრის წევრმა, რომელიც ითხოვს აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების გადახედვას, საბჭოს სამდივნოს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში, ასევე წერილის ასლები უნდა მიაწოდოს საბჭოს თითოეულ წევრს. ასეთი ფორმით საჩივრის წარმდგენელი შემდგომ იწოდება „მომჩივან მხარედ“.
3. მოსმენების ჩატარების ადგილს განსაზღვრავს და განხილვის პროცედურულ წესებს ადგენს კომისია.
4. განაწილების ლიცენზია ნ ტს და პირდაპირ მომხმარებლებს უფლება აქვთ სათანადო არგუმენტაციის შემთხვევაში დროებით შეაჩერონ სადა ვ ო თანხების გადახდა საკითხის საბოლოო გარკვევამდე.
თავი X. მარეგულირებელი ზედამხედველობა და
დასკვნითი დებულებები
მუხლი 25. კომისიის მიერ მარეგულირებელი ზედამხედველობის განხორციელება
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამტკიცებს საბაზრო წესებს და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მეთოდოლოგიურ და ინსტრუქციულ დოკუმენტებს, ახორციელებს მათი შესრულების, ელექტრობაზრის მიერ არსებული კანონმდებლობის დაცვას, კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მონიტორინგს.
„საბაზრო წესების” დამტკიცების, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) “საბაზრო წესების” დამტკიცების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებისა და “საბაზრო წესების” დამტკიცების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების დამტკიცების შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილების გაუქმების შესახებ”
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.004.964
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)-ის
დადგენილება №11
2001 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საბაზრო წესების“ დამტკიცების, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) „საბაზრო წესების“ დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის№2 დადგენილებისა და „საბაზრო წესების“ დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 2000 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილების გაუქმების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „საბაზრო წესები“.
2. გაუქმდეს საქართველოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) „საბაზრო წესების“ დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილება და საქართველოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) „საბაზრო წესები“ – დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის № 2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ სემეკ-ის 2000 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოქვეყნების დღიდან.
ელ. ერისთავი
საბაზრო წესები
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საბაზრო წესების მიზანი და ამოცანები
1. ამ წესების მიზანია საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების სფეროებში ეფექტიანობის ამაღლება და კონკურენციის ეტაპობრივი განვითარება, სექტორში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ლიცენზიატებს შორის საიმედო, სამართლიანი და სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადი სტრუქტურის შენარჩუნება.
2. საბაზო წესები უზრუნველყოფს:
ა) ელექტროენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რესტრუქტურიზაციის პროცესის ადეკვატური საფინანსო-საანგარიშსწორებო სისტემის დანერგვას;
ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მართვის დამოუკიდებელი, დეკორატიული სისტემის (სტრუქტურების ) ჩამოყალიბებას.
3. ელექტრობაზრის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია:
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) ეკონომიკური მიზანშეწონილობა და სამართლიანობა;
გ) გარანტირებული და თავისდროული ანგარიშსწორება;
დ) ბაზრის წევრთა თანასწორუფლებიანობა;
ე) გამჭვირვალობა.
მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში, ქვემოთ მოყვანილია აგრეთვე იმ ტერმინთა განმარტებები, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ელექტრობაზართან.
ა) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორი“ (შემდგომში – გენერალურ დირექტორი) პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრობაზრის უშუალო მართვას საბაზრო წესებისა და ელეტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე; ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს კომისია;
ბ) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ანგარიშსწორების დირექტორი“ (შემდგომში – ანგარიშსწორების დირექტორი) – პირი, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს ელქტრობაზარზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადამცემი და დისპეტჩერიზაციის სისტემების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვის მოცულობებს, ადგენს გადასახდელი თანხების ოდენობას და ანგარიშსწორების ქვითრებს;
გ) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ფონდების დირექტორი“ (შემდგომში – ფონდების დირექტორი) – პირი, რომელიც აგროვებს და ანაწილებს ელქტრობაზარზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის), აგრეთვე გადამცემი და დისპეტჩერიზაციის სისტემების მომსახურების ყიდვა-გაყიდვიდან შემოსულ ფონდებს (თანხებს);
დ) „ანგარიშსწორების პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;
ე) „ელექტრობაზრის გამყიდველი“ – ელექტრობაზრის წევრები – ელექტროენერგიის წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიანტები, რომლებიც ელქტრობაზარზე გამოდიან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმწოდებლებად, ასევე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტები, რომლებიც ელქტრობაზარზე გამოდიან მომსახურების მიმწოდებლებად;
ვ) „ელექტრობაზრის მყიდველი“ – ელექტრობაზრის წევრები – განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტები, პირდაპირი მომხმარებლები, რომლებიც გამოდიან როგორც ელქტრობაზარზე მოთხოვნის განმსაზღვრელები;
ზ) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრი“ (შემდგომში – ელექტრობაზრის წევრი) – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს წარმოების, განაწილების, დისპეტჩერიზაციის, ექსპორტის, იმპორტის ლიცენზიას ან/და არის პირდაპირი მომხმარებელი;
თ) „კონტროლირებადი ტერიტორია“ – საქართველოს ინტეგრირებული ენერგოსისტემა, რომელზედაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ ტარდება სხვადასხვა საექსპლუატაციო ღონისძიებები, რათა:
თ.ა.) მოხდეს წარმოების ლიცენზიანტთა მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა და მასზე მომხმარებელთა მხრიდან არსებული მოთხოვნის დაბალანსება;
თ.ბ.) განხორციელდეს ელექტროენერგიის გეგმური ურთიერთგაცვლა მეზობელ სისტემებთან;
თ.გ.) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შენარჩუნებულ იქნეს დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პარამეტრები.
თ.დ.) „საგანგებო პერიოდი“ – დროის გარკვეული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც აუცილებელია განხორციელდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების შეზღუდვები, რათა შენარჩუნებულ იქნეს ელექტროენერგიის (სიმძლავრით) მიწოდების და მოთხოვნის ბალანსი;
ი) „შესაზღუდი ჯგუფი“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ შეზღუდვების განრიგის შესამუშავებლად დაჯგუფებულ მომხმარებელთა (ან ფიდერთა) ნუსხა;
კ) „შესაზღუდი განრიგი“ – შესაზღუდი ჯგუფების ნუსხა, რომელიც ადგენს ელექტრობაზრის მყიდველთათვის ელექტროენეგრიის მიწოდების შეზღუდვების რიგითობას და რომლის მიხედვითაც ხდება ელექტრობაზრის მყიდველთათვის ელექტროენერგიის შეზღუდული მიწოდება სიმძლავრის დეფიციტის (საგანგებო) პერიოდებში.
მუხლი 3. ელექტრობაზრის იურიდიული სტატუსი
1. ელექტრობაზრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატთა და პირდაპირ მომხმარებელთა კავშირი (ასოციაცია). საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრების მიერ შექმნილი კავშირი (ასოციაცია) არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. მისი სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს და ემსახურებოდეს ელექტრობაზრის საერთო მიზნებს, მათ შორის, კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინტერესებს.
2. საბაზრო წესები არ ცვლის ელექტრობაზრის წევრების იურიდიულ სტატუსს და ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ყოველი მათგანი რჩება დამოუკიდებელ სუბიექტად. ისინი ერთმანეთისა და მესამე მხარის მიმართ წარმოადგენენ დამოუკიდებელ კონტრაქტორებს.
მუხლი 4. ელექტრობაზრის წევრობა
1. ყველა პირისათვის (იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმე), რომელიც ფლობს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემულ რომელიმე ლიცენზიას, ან, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ მომხმარებელს, სავალდებულოა ელექტრობაზრის წევრობა.
2. ნებისმიერ სხვა სუბიექტს, რომელიც მოღვაწეობს ან აქვს სურვილი იმოღვაწეოს საქართველოს ელქტრობაზარზე, უფლება აქვს გახდეს მისი წევრი, თუკი იგი აკმაყოფილებს კომისიისა და ელექტრობაზრის მიერ დადგენილ პირობებს .
3. ელექტრობაზრის წევრად გახდომის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს.
4. ელექტრობაზარში გაწევრიანების საკითხს იხილავს და წყვეტს აღმასრულებელი საბჭო. ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო ელექტრობაზარში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ხმების 2/3-ით.
5. ელექტრობაზრის წევრებმა უნდა გადაიხადონ საწევრო შენატანი, რომლის ოდენობას განსაღზვრავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამტკიცებს კომისია.
6. საბაზრო წესებისა და ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების, ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოსა და გენერალური დირექტორის, კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ბაზრის წევრობის შეწყვეტის საფუძველი.
7. ელექტრობაზრის მარეგლამენტებელი დოკუმენტების მოთხოვნის დარღვევის ან დავების წარმოშობის შემთხვევაში საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს კომისიის მიერ.
მუხლი 5. აღმასრულებელი საბჭო
1. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან:
ა) სამი წევრი – წარმოების ლიცენზიანტთაგან;
ბ) ერთი წევრი- გადაცემის ლიცენზიანტთაგან;
გ) ერთი წევრი – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთაგან;
დ) ორი წევრი – განაწილების ლიცენზიანტთაგან;
ე) ერთი წევრი – პირდაპირ მომხმარებელთაგან;
ვ) ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი;
ზ) ერთი წევრი – სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსაგან, სათათბირო ხმის უფლებით;
თ) ერთი წევრი – ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსაგან, სათათბირო ხმის უფლებით;
ი) ერთი წევრი - ფინანსთა სამინისტროსგან, სათათბირო ხმის უფლებით;
2. იმ შემთხვევაში, თუკი სამივე სამინისტროს წარმომადგენელი ჩათვლის, რომ აღმასრულებელი საბჭოს ესა თუ ის გადაწყვეტილება არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილება გახადონ შესაბამისი სამინისტროების, ასევე კომისიის მსჯელობის საგანი. აუცილებლობის შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში.
3. აღმასრულებელი საბჭოს წევრები ინიშნებიან კომისიის მიერ 5 წლის ვადით, შესაბამის ლიცენზიანტთაგან და სამინისტროებიდან კანდიდატურების ოფიციალურად წარდგინების საფუძველზე.
4. აღმასრულებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ წევრი ნებაყოფილბით ტოვებს აღმასრულებელ საბჭოს ან მისი წევრობა უქმდება მისი თანამდებობაზე წარმდგენის მიერ;
ბ) თუ წევრი ამა თუ იმ მიზეზით ტოვებს დაკავებულ თანამდებობას, რომელიც არის საფუძველი მისი აღმასრულებელი საბჭოს წევრობის;
გ) თუ ლიცენზიანტი, რომელმაც წარადგინა პირი, კარგავს თავის წარმომადგენლობას აღმასრულებელ საბჭოში;
დ) თუ მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ე) თუ სასამართლო ცნობს წევრს ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
ვ) თუ წევრი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ასრულებს თავის მოვალეობას;
ზ) თუ წევრი გარდაიცვალა.
მუხლი 6. აღმასრულებელი საბჭოს უფლება-მოვალეობანი
1. აღმასრულებელი საბჭო გენერალურ დირექტორთან ერთად ვალდებულია, ყოველი წლის 31 მარტამდე წარუდგინოს კომისიას გასული წლის საქმიანობის ანგარიში.
2. ელექტრობაზრის წევრს, რომლის წარმომადგენელიც ვერ ესწრება საბჭოს სხდომას, შეუძლია აღმასრულებელ საბჭოში ნოტარიულად დამტკიცებული რწმუნებულებით წარგზავნოს თავისი წარმომადგენელი, რომელიც შეცვლის მის მიერ აღმასრულებელ საბჭოში წარგზავნილ წევრს და მისი არყოფნის პერიოდში ექნება წევრის უფლება.
3. აღმასრულებელი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც წესი, აუცილებელია დამსწრე, ხმის უფლების მქონე წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ის მხარდაჭერა.
4. აღმასრულებელი საბჭოს წევრები ხმის უფლების მქონე წევრთა რიგებიდან ირჩევენ თავმჯდომარეს. აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია.
5. აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. იგი ახორციელებს სხდომების ორგანიზაციას, საშუალებას აძლევს ყველა წევრს თავისუფლად გამოხატოს თავისი პოზიცია.
6. აღმასრულებელი საბჭო ყოველწლიურად ატარებს საორგანიზაციო სხდომას დეკემბრის ან იანვრის თვეში, იმ დროსა და ადგილზე, რომელსაც თავმჯდომარე დაადგენს. აღმასრულებელი საბჭო ყოველწლიურად საორგანიზაციო სხდომაზე ამტკიცებს მიმდინარე სხდომების გრაფიკს. საბჭოს ნებისმიერი ორი წევრის მოთხოვნით თავმჯდომარე მას შემდეგ, რაც შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორისაგან მიიღებს განაცხადს, რომელშიც შეტანილი იქნება სხდომაზე განსახილველი საკითხები, სამი დღის ვადაში ვალდებულია მოიწვიოს აღმასრულებელ საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
7. აღმასრულებელი საბჭოს თითოეულ წევრსა და მონაწილეს უნდა მიეწოდოს შეტყობინება სხდომის ჩატარების შესახებ არა უგვიანეს სამი დღისა სხდომის ჩატარების თარიღამდე. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს სხდომაზე განსახილველი საკითხები.
8. ბაზრის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიაში. გასაჩივრება უნდა მოხდეს „ლიცენზიანტების, ლიცენზიანტებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურების წესების შესახებ“ სემეკ-ის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილების შესაბამისად.
9. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში შექმნას დროებითი სამუშაო კომიტეტები ცალკეული კონკრეტული პრობლემის დამუშავების მიზნით.
10. ყოველწლიურ საორგანიზაციო სხდომებზე აღმასრულებელი საბჭო იღებს ელექტრობაზრის საშტატო განრიგისა და წლიურ ბიუჯეტს ელექტრობაზრის გენერალური დირექტორის მიერ მომზადებული პროექტის, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაო კომიტეტების წინადადებების საფუძველზე. აუცილებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ მიმართოს კომისიას. ელექტრობაზრის საშტატო განრიგს და ყოველწლიურ ბიუჯეტს აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს კომისია.
11. აღმასრულებელი საბჭო 5 წლის ვადით ნიშნავს ელექტრობაზრის გენერალურ დირექტორს, რომელსაც გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. გენერალური დირექტორის წარდგინებით აღმასრულებელი საბჭო ითანხმებს ანგარიშსწორების და საბაზრო ფონდების დირექტორების კანდიდატურებს.
12. აღმასრულებელი საბჭო განიხილავს სათანადო სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ და ელექტრობაზრის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტებს, მათ შორის საბაზრო წესების, ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების, წლიური ბიუჯეტის პროექტებს, მათში ცვლილებებსა და დამატებებს და დასტკიცებლად წარუდგენს მათ კომისიას.
13. აღმასრულებელი საბჭოს სხდომები, როგორც წესი, მოიწვევა თვეში ერთხელ, გამონაკლის შემთხვევებში მისი მოწვევა ხდება ბაზრის მინიმუმ 5 წევრის და აღმასრულებელი საბჭოს სამი წევრის მოთხოვნის შემთხვევაში.
14. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს და განიხილოს ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება, საბაზრო წესებისა და მის საფუძველზე სხვა კონკრეტული დოკუმენტების მოთხოვნათა შესასრულებლად. აღმასრულებელი საბჭოს ნებისმიერი წევრის, ასევე ელექტრობაზრის ნებისმიერი წევრის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას და გამოხატოს თავის აზრი სხდომაზე განსახილველ საკითხზე.
მუხლი 7. ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი
1. ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი უშუალოდ ხელძღვანელობს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა სამართლიანად და არადისკრიმინაციული მეთოდებით მართვის მიზნით ჩამოყალიბებულ სპეციალურ დამოუკიდებელ სტრუქტურას – ელექტრობაზარს და ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი საბჭოს და კომისიის წინაშე.
2. ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი საბაზრო წესების შესაბამისად:
ა) ახორციელებს ელექტრობაზრის უშუალო მართვასა და მონიტორინგს;
ბ) ხელმძღვანელობს საბაზრო წესების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების, განხილვისა და დასამტკიცებლად წარდგენის, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის სამუშაოებს;
გ) აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს შორის განიხილავს და წყვეტს ელექტრობაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების ყველა საკითხს;
დ) წარმოადგენს ელექტრობაზარს;
ე) აღმასრულებელ საბჭოსთან შეთანხმებით, საკონტრაქტო საფუძველზე ნიშნავს ელექტრობაზრის ანგარიშსწორების და საბაზრო ფონდების დირექტორებს;
ვ) დისპეტჩერიზაციის ლიცნზიანტთან ერთად ამტკიცებს ელექტრობაზაზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსებს და საჭიროების მიხედვით ახდენს მათ კორექტირებას. პროგნოზირებადი დეფიციტის შემთხვევაში დადგენილი წესის მიხედვით აცხადებს ტენდერს ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და დამატებითი სიმძლავრეების გამოვლინებაზე. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ქმნის სატენდერო კომისიას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს კომისიას შეტყობინებებს ელექტრობაზრის წევრების მიერ ლიცენზიის პირობების დაშვებული ან მოსალოდნელი დარღვევის შესახებ;
თ) ახორციელებს დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის, წარმოებისა და ხვა ლიცენზიანტების მიერ საბაზრო წესების, ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების დაცვის მონიტორინგს;
ი) დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის ფარგლებში და, როგორც წესი, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე დამოუკიდებლად აწესებს შრომის ანაზღაურების (ხელფასების) დონეებს და პრემიერების სისტემას;
კ) ხელმძღვანელობს ელექტრობაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების, პროგნოზირების კვლევით სამუშაოებს;
ლ) ხელძღვანელობს ელექტრობაზრის საქმიანობის პერიოდული ანგარიშების მომზადების სამუშაოებს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს;
ნ) კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ელექტრობაზრის წფრეებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მთლიანად საქმიანობის გამჭვირვალეობას.
თავი III. ელექტროენერგიის (სიმძლავრეების)
ბალანსების ფორმირება, განაწილება და დისპეტჩერიზაცია
მუხლი 8. ელექტრობაზრის წევრის უფლება-მოვალეობანი
1. ელექტრობაზრის წევრი ვალდებულია:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს, სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია ელექტრობაზარს ან საშუალებების მუშაობის საიმედოობის შესახებ;
ბ) დაუმორჩილოს (შესაბამისობაში მოიყვანოს) მის ხელთ არსებული საშუალებები ცენტრალური დისპეტჩერიზაციის მოთხოვნებს. ამ პირობის დაცვით ელექტრობაზრის წევრი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს ამა თუ თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობა და ხარისხი; ელექტრობაზრის წევრს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი ცენტრალური დისპეტჩერიზააციიდან (სისტემიდან), თუ ამგვარი ქმედება ნებადართულია წინასწარ დადგენილი რეჟიმით;
გ) ელექტრობაზრის წევრი ვალდებულია მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საექსპლუატაციო დონემდე ოპტიმალურ ვადებში.
2. გენერაციის საშუალებების და მიწოდების წყაროების ყოველდღიური დაგეგმვა და კოორდინაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს ელექტრობაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.
3. წარმოებისა და ტენდერში გამარჯვებული იმპორტის ლიცენზიანტები ვალდებულნი არიან ელექტობაზარს ოფიციალურად წარუდგინონ მომავალი დღის, თვის, კვარტალისა და წლისათავის ელქტრობაზარზე, ასევე პირდაპირი კონტრაქტებით ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდების განაცხადები დადგენილი წესით. განაწილების და ექსპორტის ლიცენზიანტები, პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს ოფიციალურად წარუდგინონ მომავალი დღის, თვის, კვარტალისა და წლისთავის ელქტრობაზარზე, ასევე პირდაპირი კონტრაქტებით შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) განაცხადები.
4. ელქტრობაზარი წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიანტებთან ერთად ამუშავებს და ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) ბალანსებს და ამის შესახებ ოფიციალურად ატყობინებს წარმოების, იმპორტის, განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტებს, პირდაპირ მომხმარებლებს. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებულ ბალანსებში ლიცენზიანტების და პირდაპირი მომხმარებლების მიხედვით დაფიქსირებული პარამეტრები წარმოადგენენ მათ მავალდებულებელ დოკუმენტს და ეს ბალანსები ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
5. ელექტრობაზარი ვალდებულია უზრუნველყოს ლიცეზიანტებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებში მოცემული ვალდებულებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი.
6. ელექტრობაზარი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტების, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელქტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურება, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიატებისათვის მიღებული თანხების გადარიცხვა საბაზრო წესების შესაბამისად. გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი აფიქსირებს დავალიანებების ოდენობას და წარმოების (იმპორტის) ლიცენზიანტის მოთხოვნისთანავე განსაზღვრავს მის მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე განაწილების ლიცენზიანტს (ლიცენზიანტებს) ან/და პირდაპირ მომხმარებელს (მომხმარებლებს) დავალიანების საკითხის სასამართლოში გადაცემის შემთხვევაში ელექტრობაზარი შეიძლება გამოვიდეს თანამოსარჩელედ.
7. ელექტრობაზარი „ელექტროენერგიის გამომუშავების, ხარჯისა და მიწოდების აქტების“ საფუძველზე ანგარიშობს ელექტროენერგიის ფაქტობრივ საშუალო გასაყიდ ფასს და დადგენილ გასაყიდ ფასთან სხვაობის შემთხვევაში შეაქვს წინადადება კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებებისათვის.
8. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ლიცენზიანტი ან პირდაპირი მომხმარებლები განიცდის ქონებრივ ზიანს სხვა ლიცენზიანტის (ლიცენზიანტების) ან/და პირდაპირი მომხმარებლის მიზეზით ზარალის ანაზღაურება ხდება არსებული კანონმდებლობის თანახმად.
9. ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსების გამუმჯობესების, აგრეთვე ლიცენზიატებს ან პირდაპირ მომხმარებლებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, იდება ორმხრივი ან მრავალმხრივი კონტრაქტები, მ.შ. ელექტრობაზრის მონაწილეობით.
მუხლი 9. დისპეტჩერიზაცია და დაგეგმვა
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია:
ა) ელექტრობაზართან ერთად ისე დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს ტექნიკური სტანდარტების მოთხოვნებს;
ბ) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების, გადაცემის და მოხმარების დაბალანსება;
გ) ელექტრობაზართან ერთად დაამუშაოს და განახორციელოს ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდების (წარმოების, იმპორტის) ოპერატიული (ყოველდღიური) გრაფიკები. ასეთი გრაფიკები უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებელთა მოთხოვნებს და ითვალისწინებდნენ სიმძლავრეების აუცილებელ რეზერვებს და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საექსპორტო ვალდებულებებს;
დ) შეასრულოს ელექტრობაზრის მითითებები განაწილების ლიცენზიანტებზე და პირდაპირ მომხმარებლებზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების რაოდენობების შეზღუდვების, შეწყვეტების ან გაზრდის შესახებ, მისი ღირებულების გადახდისაგან დამოკიდებულებით;
ე) შეასრულოს ელექტრობაზრის მითითებების წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, განაწილების ლიცენზიათა, ასევე პირდაპირი მომხმარებელთა მიმართ, რომელთა მიზანია ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვა.
2. ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან უპირობოდ შეასრულონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ თავის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული მოთხოვნები.
3. ყოველდღიურად მიაწოდოს ელექტრობაზარს ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა მთელი დღის განმავლობაში, ასევე, ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ განაცხადში.
მუხლი 10. ოპერატიული (ყოველდღიური) დაგეგმვა
1. ყოველდღე არა, უგვიანეს 09:30 საათისა, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიანტებმა უნდა წარმოადგინონ ელექტრობაზრის (ანგარიშსწორების დირექტორს) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ყოველი გენერაციის ბლოკის მიხედვით, ასევე პირდაპირ კონტრაქტებთან დაკავშირებული შემდეგი დღის შესაძლებლობის განაცხადი. ეს განაცხადი უნდა მოიცავდეს ყოველი გენერაციის ბლოკისა და პირდაპირი კონტრაქტის დაგეგმილ შესაძლებლობას, მომდევნო დღის განმავლობაში ელქტროენერგიის მიწოდების შესახებ. თუ გენერაციის რომელიმე ლიცენზიატი ვერ წარმოადგენს გენერაციის ბლოკთან და პირდაპირ კონტრაქტთან დაკავშირებით რაიმე მონაცემს, რაც მოეთხოვება ამ თვის შესაბამისად, მაშინ ანგარიშსწორების დირექტორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ჩათვლიან, რომ გენერაციის ბლოკი და/ან პირდაპირი კონტრაქტი არ არის მუშა მდგომარეობაში და, შესაბამისად, შეცვლიან გეგმას თითოეული სადგურის მზადყოფნას და გაანგარიშებას.
2. დაწესებული პროცედურის შესაბამისად, გენერაციისა ან იმპორტის ლიცენზიატებმა შეიძლება წარუდგინონ ანგარიშსწორების დირექტორის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეცვლილი შესაძლებლობის განაცხადი, ყოველ გენერაციის ბლოკთან და პირდაპირ კონტრაქტთან მიმართებაში, რომლის შესაძლებლობა შეიცვალა ბოლო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ.
თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი დაადგენს, რომ ყველა გენერაციის ბლოკის ფაქტობრივი შესაძლებლობა არის ადრე განცხადებულ ჯამურ შესაძლებლობაზე ნაკლები, მაშინ უნდა მოახდინოს ფაქტობრივად განცხადებული ოდენობის ცვლილება და მაშინვე უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია ანგარიშსწორების დირექტორს და ყველა დაინტერესებულ მხარეს.
3. ყოველდღე არაუგვიანეს 9:30 საათისა, ელექტრობაზრის მყიდველმა, იმპორტისა და ექსპორტის (პირდაპირი კონტრაქტის ჩათვლით) ლიცენზიანტებმა უნდა წარმოუდგინონ სათანადო გადაცემის საათობრივი გეგმები ანგარიშსწორების დირექტორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, რათა შეტანილ იქნეს ცვლილებები მომავალი დღის გეგმაში თითოეულ სადგურთან მიმართებით.
მუხლი 11. პირდაპირი კონტრაქტები
1. პირდაპირი კონტრაქტები არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ნებადართულია:
ა) განაწილებისა და წარმოების ლიცენზიანტებს შორის;
ბ) განაწილებისა და იმპორტის ლიცენზინტებს შორის;
გ) წარმოებისა და ექსპორტის ლიცენზიანტებს შორის;
დ) წარმოების ლიცენზიატსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის;
ე) იმპორტის ლიცენზიატსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის;
ვ) წარმოების, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის ლიცენზიანტების, აგრეთვე პირდაპირ მომხმარებლებს შორის, ერთი მხრივ, და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს შორის, მეორე მხრივ, ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ დადებული პირდაპირი კონტრაქტის ფარგლებში.
2. საბითუმო ბაზრის გენერალურმა დირექტორმა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოამზადოს, აღმასრულებელ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს სპეციალური პროცედურები, რომელშიც აღწერილი იქნება ის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ლიცენზიანტმა, რათა მიიღოს პირდაპირი კონტრაქტების დადების უფლება. მასში ასევე უნდა აღინიშნოს, თუ რამდენი მეგავატი შეუძლია სადგურმა გაყიდოს პირდაპირი კონტრაქტის გზით. აღნიშნულ სპეციალურ პროცედურებს ამტკიცებს კომისია.
3. პირდაპირი კონტრაქტის გზით ელექტროენერგიის მიღება არ ათავისუფლებს მყიდველს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისათვის შესაბამისი ტარიფის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე ელექტრობაზრისათვის ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ და პირდაპირი კონტრაქტით დადგენილ ტარიფებს შორის სხვაობის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. პირდაპირი კონტრაქტის მხარეები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს (ანგარიშსწორების დირექტორს) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს მიაწოდონ ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტის ზუსტად განხორციელება და ანგარიშსწორებაში მისი ზუსტი ასახვა.
მუხლი 12. შეზღუდვები და საგანგებო პერიოდი
1. საქართველოში არსებული ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის დეფიციტიდან გამომდინარე ელექტრობაზარს უნდა გააჩნდეს საგანგებო პერიოდისათვის შეზღუდვების გეგმები.
2. ელექტრობაზარი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან ერთად ამუშავებს ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდების შეზღუდვების განრიგს (გეგმას) მოსალოდნელი სხვადასხვა დეფიციტური რეჟიმებისათვის. შეზღუდვების განრიგს (გეგმას) განიხილავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამ უკანასკნელის წარდგინებით მტკიცდება კომისიის მიერ.
3. შეზღუდვების გეგმის შემუშავებისას და განხორციელებისას პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მყიდველების მიერ მოხმარებული ელექტროენეგრიის ღირებულების გადახდის და საბანკო დეპოზიტის დაფარვის ან აკრედიტივის გახსნის მდგომარეობა.
4. შეზღუდვების გეგმაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული დეფიციტის (ვარიანტის) პირობებში შესაზღუდი (გამოსართავი) მომხმარებლები, მათი სიმძლავრე და (ან) ენერგია, შეზღუდვის (გამორთვის) რიგითობა.
5. დამტკიცებული შეზღუდვების გეგმის შესაბამისად დეფიციტის პირობებში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას.
6. შეზღუდვების გეგმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა გამორთული იქნებიან ქსელიდან ის მყიდველები, რომლებიც არ ასრულებენ გადახდის ან საბანკო დეპოზიტის დაფარვის ან აკრედიტივის გახსნის ვალდებულებებს.
7. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს იმ მომხმარებელთა ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკის თვალსაზრისით არ შეიძლება ჩართულ იქნენ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის გეგმებში, განსაზღვრავს ნუსხაში შეტანილი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გარანტირებული ანაზღაურების წესსა და წყაროებს.
8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი აცხადებს საგანგებო პერიოდს, როცა დაირღვევა ელექტრული სიმძლავრის და (ან) ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსი (წარმოების, გადაცემის საშუალებების სისტემიდან გათიშვის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო).
9. საგანგებო პერიოდის განმავლობაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზინტმა შეიძლება მოსთხოვოს ელექტრობაზრის გამყიდველებსა გადაცემის ლიცენზიატს სარეზერვო და (ან) რემონტის გამო გაჩერებული სიმძლავრეების ჩართვა და ელექტრობაზრის წევრებს თხოვოს საგანგებო პირობების დაცვა.
თავი IV. გადაცემის და განაწილების
ქსელებში ჩართვის პირობებში
მუხლი 13. გადაცემის ქსელში ჩართვა
1. გადაცემის ლიცენზიანტი გადაცემის ქსელში ჩართვას ნებისმიერ წარმოების, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის ლიცენზიანტს ან პირდაპირ მომხმარებელს, მათი საჭიროების შესაბამისად იმ პირობით, რომ ჩართვის მთხოვნელი ელექტრობაზრის წევრია და აკმაყოფილებს შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებს.
2. გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებმა უნდა მოამზადონ და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინონ საინვესტიციო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ის გადამცემი საშუალებები, რომელთა აშენება აუცილებელი იქნება შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში.
3. ლიცენზიანტს აქვს უფლება შეუწყვიტოს მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 14. განაწილების ქსელში ჩართვა
1. განაწილების ლიცენზიანტი განაწილების სისტემაში ჩართავს მომხმარებლებს, რომელიც დააკმაყოფილებს შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებს და ფინანსურ კრიტერიუმებს, რომლებიც გამომდინარეობენ არსებული კანონმდებლობიდან.
2. განაწილების ლიცენზიანტს აქვს უფლება შეუწყვიტოს მომსახურება მომხმარებელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, საბაზრო წესებისა და ტექნიკური სტანდარტების, ასევე სხვა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
თავი V. ელექტრობაზრის ფინანსები
მუხლი 15. საწევრო შენატანები
1. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრთა კავშირის (ასოციაციის) – ელექტრობაზრის ხელმძღვანელი ორგანოებისა და აპარატის (სამსახურების) დაფინანსება ხორციელდება საწევრო შენატანების, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლების ხარჯზე.
2. საწევრო შენატანების სიდიდე განისაზღვრება ელექტრობაზრის ხელმძღვანელი ორგანოებისა და აპარატის (სამსახურების) შენახვის ხარჯებიდან გამომდინარე და მტკიცდება კომისიის მიერ აღმასრულებელი საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
3. საწევრო შენატანები თავს იყრის ელექტრობაზრის ანგარიშსწორების ანგარიშზე და შემოსული თანხების ხარჯვა წარმოებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.
4. ელექტრობაზრის ყოველი წევრი ვალდებულია კვარტალურად დადგენილი წესით შეიტანოს საწევრო შენატანი.
5. აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან გენერალურ დირექტორთან ერთად განსაზღვრონ ბაზრის იმ ხარჯების დაფარვის წყაროები, რომლებიც არ არის შესული დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში.
6. წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიანტები საწევრო შენატანების გადახდას იწყებენ, როგორც წესი, მას შემდეგ, როცა ელექტრობაზარი მათ პირველად გადაუხდის მოწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების თანხებს. დასაშვებია ელექტრობაზრის ნებისმიერი საწევრო შენატანის წინასწარი, საავანსო გადახდა.
მუხლი 16. სხვა შემოსავლები
ელექტრობაზრის სხვა შემოსავლები შეიძლება იყოს გრანტები, შემოწირულობანი, საბიუჯეტო სახსრები (სახელმწიფო პროგრამებისა და შეკვეთების ფარგლებში) და სხვა.
თავი VI. ელექტროენერგეტიკული სექტორის ფინანსური სისტემა ელექტრობაზრის ფუნქციონირების პირობებში
მუხლი 17. ფინანსური სისტემის რეფორმის ძირითადი პრინციპები
ელექტროენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის საფუძველზე საფინანსო საანგარიშსწორებო სისტემის რეფორმა უნდა ემყარებოდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) საფინანსო-საანგარიშსწორებო ურთიერთობების დეცენტრალიზაცია „მეწარმეთა შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად;
ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) რეალიზაციასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მოძრაობაში ზედმეტი შუალედური რგოლების გაუქმება (შემცირება) და გამჭვირვალობა;
გ) საკუთარი ფინანსური რესურსების დამოუკიდებელი განკარგვა ყველა ლიცენზიანტის მიერ და ამ საქმეში სხვა ლიცენზიანტის უკანონო ჩართვის, დისკრიმინაციული ფინანსური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობათა აღკვეთა;
დ) ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება, ყოველი ლიცენზიანტის რეალური უფლება-მოვალეობების მოყვანა კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.
მუხლი 18. ელექტრობაზრის სპეციალური ტრანსფერტული ანგარიში
1. ამ წესების მე-17 მუხლის შესაბამისად ელექტრობაზარი საბანკო დაწესებულებაში ხსნის სპეციალურ ტრანსფერტულ ანგარიშს, რომელზეც თავს იყრის ელექტრობაზრის მყიდველების მიერ საბაზრო წესების მიხედვით გადახდილი მთელი თანხები. ამ ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა, როგორც წესი, შეიძლება მხოლოდ ელქტრობაზარზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველების საბანკო ანგარიშებზე.
2. ელექტრობაზრის სპეციალური ანგარიშებიდან თანხების უშუალო (პირდაპირი) გადარიცხვები ელექტრობაზრის გამყიდველებისათვის წარმოებს სისტემატიურად (საბანკო ოპერაციების განხორციელების მოხერხებულობებიდან გამომდინარე), წინასწარ მომზადებული, აღმასრულებელი საბჭოს მიერ მოწონებული წესის მიხედვით, რომელიც ცნობილი ელექტრობაზრის ყველა წევრისათვის, ამ უკანასკნელის შედგენის საფუძველია ელექტრობაზრის გამყიდველების მიერ მოწოდებული ელექტროენერგიისა (სიმძლავრეების) და მომსახურების მოცულობები, მათი საბითუმო ფასები და ყოველი გამყიდველის სრული თანასწორუფლებიანობა.
3. აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრობაზარი საბანკო დაწესებულებებში ხსნის აგრეთვე სხვა ანგარიშებს.
თავი VII. ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება
მუხლი 19. ელექტროენერგიის აღრიცხვა
1. ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორების მიზნით ელექტრობაზრის წევრები აღჭურვილ უნდა იქნენ ტექნიკურად გამართული აღრიცხვის ხელსაწყოებით (მრიცხველებით). აღრიცხვის ხელსაწყოები უნდა მდებარეობდეს მიღებისა და მიწოდების წერტილებში, რაც დაკონკრეტდება ელექტრობაზრის ტექნიკურ სტანდარტებში.
2. აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები, მათ შორის, აქტიური და რეაქტიული ენერგიის და სიმძლავრის მრიცხველები, შემკრები მოწყობილობები, აღრიცხვის ავტომატური გაზომვის სისტემები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი ხელსაწყოები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ სტანდარტებს და შეტანილი იყოს გამზომ ხელსაწყოთა სახელმწიფო რეესტრში. აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტროდანადგარების მოწყობის მოქმედი წესების შესაბამისად.
3. საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეულ დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის წრედების დარღვევაზე მატერიალური და იურიდიული პასუხისმგებელია ელექტრობაზრის წევრები, რომელთა ბალანსზეც იმყოფება მრიცხველების განთავსების მოწყობილობა.
4. ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ელექტრობაზრის წარმომადგენლის შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან.
5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი, სხვა ლიცენზიანტები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია ელექტრობაზარს დადგენილი წესით.
მუხლი 20. ანგარიშსწორება
1. ანგარიშსწორების პერიოდად მიღებულია ერთი კალენდარული თვე.
2. ელექტრობაზრის წევრები ვალდებული არიან საანგარიშო თვის დამთავრებიდან ხუთი დღის ვადაში სათანადო აქტით აცნობონ ელექტრობაზარს (ანგარიშსწორების დირექტორს) ინფორმაცია:
ა) ანგარიშსწორების პერიოდის განმავლობაში მიწოდებული, მიღებული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ აქტი დამოწმებული უნდა იყოს ელექტრობაზრის რეგიონალური წარმომადგენლის მიერ.
ბ) პირდაპირი კონტრაქტებით შესყიდული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და მომსახურების რაოდენობის შესახებ.
3. ზემოაღნიშნული ინფორმაციის თავისდროული მიუწოდებლობის შემთხვევაში ელექტრობაზრის წევრები პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების გადაანგარიშება მოხდება იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება.
5. გადაცემის ზენორმატიული დანაკარგების გაწერა ხდება სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით. დანაკარგების წარმოშობის მიზეზებზე დავის წარმოშობის შემთხვევაში ელექტრობაზარი ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ზენორმატიული დანაკარგების განაწილების შესახებ.
6. ანგარიშსწორების დირექტორი ვალდებულია:
ა) განსაზღვროს ანგარიშსწორების პერიოდში დანაკარგების საერთო რაოდენობა;
ბ) აღრიცხოს ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა;
გ) განსაზღვროს თანხების ის მოცულობა, რომელიც მართებთ ელექტრობაზრის მყიდველებს ელექტრობაზრის გამყიდველების მიმართ და ეს ინფორმაცია დადგენილი წესით მიაწოდოს საბაზრო ფონდების დირექტორს.
7. ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველების მიერ ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (გარდა სს AES-თელასისა).
მუხლი 21. საბაზრო ფონდების დირექტორი
1. საბაზრო ფონდების დირექტორი ვალდებულია:
ყოველი საანგარიშო პერიოდის პირველი ათი დღის განმავლობაში ანგარიშსწორების დირექტორისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გასცეს ქვითრები ელექტრობაზრის მყიდველებზე;
ბ) ელექტრობაზრის მყიდველებისგან მიღებული თანხები გაანაწილოს ელექტრობაზრის გამყიდველებზე დადგენილი წესით;
გ) ელექტროენერგიის მყიდველებისგან საფასურის მიუღებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება აწარმოოს დეპოზიტური ანგარიშიდან აკრედიტივებიდან);
დ) საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 30 რიცხვამდე სრულად დაფაროს შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება. თუ საბითუმო ბაზრის მყიდველი ამ ვადაში არ გადაიხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს აცნობს ამ მყიდველებისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.
ე) თუ საბითუმო ბაზრის მყიდველი დაარღვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებას, მაშინ მყიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
ვ) ელექტრობაზრის წევრები არ არიან ფინანსურად პასუხისმგებლები ხელშეკრულების პირობებით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებაზე, როდესაც სახეზეა ფორსმაჟორული პირობები. ელექტრობაზრის ნებისმიერი წევრი, რომელიც აღმოჩნდება ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საბითუმო ბაზრის გენერალურ დირექტორს.
მუხლი 22. მონაცემების შეგროვება და დადასტურება
1. ბაზრის წევრებმა, დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიანტებმა დადგენილი წესით ანგარიშსწორების დირექტორს ყოველდღიურად უნდა მიაწოდონ ყველა სახის მრიცხველიდან ჩამოწერილი ინფორმაცია, რათა ამით უზრუნველყონ ზუსტი და დროული ანგარიშსწორება.
2. წარმოებული, მოხმარებული, იმპორტირებული და ექსპორტირებული ენერგიის ოდენობა უნდა ემყარებოდეს მრიცხველიდან წაკითხულ მონაცემებს.
3. ანგარიშსწორების დირექტორმა, შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების გზით, უნდა შეაგროვოს მრიცხველიდან წაკითხული მონაცემები და შესაბამისად შეაჯამოს წარმოებული და მოხმარებული ენერგიის მონაცემები.
4. თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისათვის აღრიცხულ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს შემდეგი ცვლადების განსაზღვრა:
E გენ – ელექტროსადგურის მთლიანი წარმოება (ენერგობლოკების მიხედვით);
E სად – ელექტროსადგურის მიერ სალტებიდან მოწოდებული ელექტროენერგია (მთლიან წარმოებას გამოკლებული საკუთარი მოხმარება).
E საბ – განაწილების ლიცენზიანტების და პირდაპირი მომხმარებლების რეალური მოხმარება.
E იმპ – იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა.
E ექს – ექსპორტის ლიცენზიანტების მიერ შესყიდული ელექტროენერგია.
E პირ – პირდაპირი კონტრაქტებით მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა.
5. ანგარიშსწორების დირექტორს, იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროს გადასახდელი თანხების ოდენობა, შეუძლია მოსთხოვოს მონაწილეებს, რათა მათ ანგარიშსწორების დირექტორს პერიოდულად მიაწოდოს სადგურის თითოეული ბლოკის მიერ წარმოებული ჯამური აღრიცხული მონაცემები.
6. მიღებულ მონაცემთა სისწორის შესამოწმებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს და ანგარიშსწორების დირექტორს, ერთად ან ცალ-ცალკე, ან მათ წარმომადგენელს უფლება აქვთ ადგილზე შეამოწმონ ბაზრის მონაწილის ყველა მრიცხველის სიზუსტე და შესაბამისობა ტექნიკურ სტანდარტებთან.
7. ელექტრობაზრის სუბიექტებისათვის გადასახდელი თანხის ანგარიში
ა) განაწილების და ექსპორტის ლიცენზიატებსა და პირდაპირ კონტრაქტებით გადასახდელი თანხა უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
R=( Eსაბ- Eპირ) x Tბით+Eპირx [Tგად+ Tდისპ+ Tსაქრუს+ Tიმპ.მდგ+( Tგენ – Ti),სადაც
R – ელექტრობაზრის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურების ჯამი – გადასახდელი თანხა (ლარებში);
E საბ – განაწილების და ექსპორტის ლიცენზიანტების, აგრეთვე პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება (კილოვატსაათებში);
Eსაბ= Eსად+ Eიმპ-L
Eპირ – პირდაპირი კონტრაქტებით მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (კილოვატ-საათებში);
Eიმპ – იმპორტის ლიცენზიანტების მიერ შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობა (კილოვატსაათებში);
L – ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის ქსელში (კილოვატსაათებში)
Tბით – სემეკ-ის მიერ დაწესებული საშუალო საბითუმო ტარიფი (თეთრი / კვტსთ)
T გად – სემეკ-ის მიერ ელექტროგადაცემისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/ კვტსთ)
T დისპ- სემეკ-ის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებისათვის დაწესებული (თეთრი/კვტსთ)
T საქრუს – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი საქრუსენერგოსათვის
Tიმპ.მდგ. სემეკ-ის მიერ დაწესებული საიმპორტო მდგენელი (თეთრი/კვტსთ)
T გენ – სემეკ-ის მიერ დაწესებული გენერაციის საშუალო ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
Ti – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი თითოეული ელექტროსადგურისათვის (თეთრი/კვტსთ)
ბ) წარმოების ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა გაიანგარიშება შემდეგნაირად:
Mi =(Eსად-Eპირ)xT i
სადაც
Mi – თითოეული ელექტროსადგურისათვის გადასახდელი თანხა (ლარებში)
Eსად – ელექტროსადგურის მიერ სალტეებიდან მიწოდებული ელექტროენერგია (კილოვატ საათებში)
Ti – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი თითოეული ელექტროსადგურისათვის (თეთრი/კვტსთ)
გ) იმპორტის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა გაიანგარიშება შემდეგნაირად:
Mi =( Eსად – Eპირ)x Ti, სადაც
Mიმპ – იმპორტის ღირებულება (ლარებში)
Eიმპ – იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ)
დ) გადაცემის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
Mიმპ = Eიმპx Tიმპ, სადაც
Mგად – გადაცემის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა (ლარებში)
Eსაბ – განაწილების ლიცენზიატებზე და პირდაპირ მომხმარებლებზე მიწოდებული (გადაცემული ან ქსელებში გატარებული) ელექტროენერგიის მოცულობა, დანაკარგების გათვალისწინებით (კილოვატ საათებში)
Tგად – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი ელექტროგადაცემისათვის (თეთრი/კვტსთ)
ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
Mდისპ = Eსაბ ´ Tდისპ, სადაც
Mდისპ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
Eსაბ – განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიატების, აგრეთვე პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება (კილოვატ საათებში)
Tდისპ – სემეკ-ის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
8. თუ ელექტრობაზრის სპეციალურ სატრანსფერო ანგარიშზე წარმოიშვება თანხების უკმარისობა და შესაბამისად ელექტრობაზარი ვერ ახერხებს მე-7 პუნქტის შესაბამისად საჭირო თანხების გადახდას, საბაზრო ფონდების დირექტორი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გენერალურ დირექტორს და აღმასრულებელ საბჭოს. ამავე დროს საბაზრო ფონდების დირექტორი რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით ანგარიშობს გადასახდელ თანხებს შემდეგნაირად:
9.
À) M
KÊÏÒ = R
სადაც
K კორ – მაკორექტირებელი კოეფიციენტი
M – ელექტრობაზრის ანგარიშზე საანგარიშო თვეში შემოსული რეალური ამონაგები (ლარებში)
R – ელექტრობაზრის ანგარიშზე საანგარიშო თვეში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ჯამი (ლარებში)
ბ) სექტორის სუბიექტებზე რეალურად გადასახდელი თანხა იანგარიშება მე-7 პუნქტში მიღებული მონაცემების გადამრავლებით მაკორექტირებელ კოეფიციენტზე.
თავი VIII. ბაზრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მონაცემები
მუხლი 23. მონაცემების ჩამონათვალი
1. ბაზრის თითოეულმა მონაწილემ საბითუმო ბაზარსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები:
მონაცემები, რომლებიც აუცილებელია:
ა) ბაზრის ყველა წევრისაგან:
სრული სახელწოდება;
საქმიანობის ტიპი;
ადგილმდებარეობა;
ბ) თბოელექტროსადგურებისგან:
სადგურის სახელწოდება;
ბლოკის ნომერი;
ბლოკის მრიცხველის მდებარეობა;
ბლოკის დადგმული სიმძლავრე;
ბლოკის მინიმალური დატვირთვა;
ბლოკის თბომახასიათებლები;
პირდაპირი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
საწვავის ტიპი და ფასი;
გ) ჰიდროელექტროსადგურებიდან:
სადგურის სახელწოდება;
სადგურის ნომერი;
სადგურის მრიცხველი მდებარეობა;
სადგურის დადგმული სიმძლავრე;
პირდაპირი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).
დ) განაწილების, იმპორტის და ექსპორტის ლიცენზიანტებისაგან:
ელექტროენერგიის ქსელიდან მიღების წერტილი;
აღრიცხვის წერტილი;
პირდაპირი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
ე) პირდაპირი მომხმარებლებისაგან:
ელექტროენერგიის ქსელიდან მიღების პუნქტები;
აღრიცხვის წერტილი;
პირდაპირი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).
2. საბითუმო ბაზრის ყველა მონაწილემ დროგამოშვებით უნდა შეასწოროს აღნიშნული მონაცემები, რათა უზრუნველყონ ინფორმაციის სიზუსტე. ანგარიშსწორების დირექტორმა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტმა ორი დღის ვადაში მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ აღნიშნულ შესწორებულ მონაცემებს, შესაბამისი შესწორებები უნდა შეიტანონ საკუთარ მონაცემთა ბანკში.
თავი IX. დავების გადაჭრა
მუხლი 24. დავების გადაჭრის პროცედურა
1. თუ ელექტრობაზრის წევრი არ ეთანხმება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას, მას შეუძლია იგი გაასაჩივროს კომისიაში, თუ გადაწყვეტილება:
ა) ელექტრობაზრის წევრისაგან მოითხოვს, საბაზრო წესებისა და ხელშეკრულების შესაბამისად, რაიმე დამატებითი თანხის გადახდას ან მოქმედებას;
ბ) საბაზრო წესებისა და ხელშეკრულების შესაბამისად, ამცირებს ელექტრობაზრის წევრის მიერ მისაღებ თანხას ან უკრძალავს რაიმე მოქმედებას;
გ) ზღუდავს ელექტრობაზრის წევრის იმ უფლებას, რომელიც მისი აზრით მას მინიჭებული აქვს საბაზრო წესებითა და ხელშეკრულებით, ან აკისრებს ისეთ ვალდებულებას, რომელსაც საბაზრო წესები და ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის მიმართ;
დ) იწვევს ელექტრობაზრის წევრის სტატუსის გაუქმებას ან ელექტრობაზრის წევრს აკისრებს ჯარიმას ნებისმიერი სახით;
ე) ზღუდავს ელექტრობაზრის წევრის უფლებას მიიღოს გადაცემის მომსახურება.
2. ელექტრობაზრის წევრმა, რომელიც ითხოვს აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების გადახედვას, საბჭოს სამდივნოს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში, ასევე წერილის ასლები უნდა მიაწოდოს საბჭოს თითოეულ წევრს. ასეთი ფორმით საჩივრის წარმდგენელი შემდგომ იწოდება „მომჩივან მხარედ“.
3. მოსმენების ჩატარების ადგილს განსაზღვრავს და განხილვის პროცედურულ წესებს ადგენს კომისია.
4. განაწილების ლიცენზიანტს და პირდაპირ მომხმარებლებს უფლება აქვთ სათანადო არგუმენტაციის შემთხვევაში დროებით შეაჩერონ სადავო თანხების გადახდა საკითხის საბოლოო გარკვევამდე.