“საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
“საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ”
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.14.011.006.590
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №7
2004 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2004 წლის 13 მაისს გამართულ სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება „საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ”. აღნიშნული დადგენილების მიღება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა ვერ მოასწრო სემეკ-ის 2003 წლის 4 დეკემბრის №25 დადგენილებით განსაზღვრული საკონტოკორენტო ანგარიშის შემოსაღებად მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება. შესაბამისად, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა მოითხოვა სატრანსფერტო ანგარიშის ამოქმედების გადავადება, რაზეც მიღებულ იქნა სემეკ-ის 2004 წლის 13 მაისის დადგენილება. 2004 წლის 13 მაისს მიღებული დადგენილება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის (2004 წლის 14 მაისის №1/08-20/14-579 წერილით). სამინისტრომ 2004 წლის 10 ივნისის №01/23/07-3520 წერილით გასცა დადებითი სამართლებრივი დასკვნა. თუმცა, ამ პროცედურის შესრულების გამო გაშვებულ იქნა „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა ნორმატიული აქტების რეგისტრაციისათვის, რის გამოც იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა 2004 წლის 13 მაისის სხდომაზე მიღებული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანაზე (2004 წლის 14 ივლისის №01/23/11-4417 წერილით).
ამ გარემოების გამო, აგრეთვე სესბ-ის 2004 წლის 10 მარტის №01/355 მომართვისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულიებელი ეროვნული კომისია ადასტურებს 2004 წლის 13 მაისის საჯარო სხდომაზე მიღებული „საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებას, ამასთანავე, ითვალისწინებს რა, რომ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა 1 ივლისამდე ვერ მოახერხა სატრანსფერტო ანგარიშის ამოქმედება, ადგენს:
1). „საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებას ,სსმ III, N98, 2001, მუხ. 715) დაემატოს შემდეგი რედაქციის XI თავი:
„თავი XI გარდამავალი დებულებები
მუხლი 26. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესების მე-18 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2004 წლის 1 აპრილიდან 2004 წლის 1 აგვისტომდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ელექტრობაზრის მყიდველების მიერ საბაზრო წესების მიხედვით გადახდილი მთელი თანხები თავს იყრის სპეციალურ ტრანსფერტულ ანგარიშზე, რომელიც ელექტრობაზარს გახსნილი აქვს საბანკო დაწესებულებაში ამ წესების მე-17 მუხლის შესაბამისად. ამ ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა, შეიძლება მხოლოდ ელექტრობაზარზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველების საბანკო ანგარიშზე. ელექტრობაზრის სპეციალური ანგარიშიდან თანხების უშუალო (პირდაპირი) გადარიცხვები ელექტრობაზრის გამყიდველებისათვის წარმოებს სისტემატურად (საბანკო ოპერაციების განხორციელების მოხერხებულობებიდან გამომდინარე), წინასწარ მომზადებული აღმასრულებელი საბჭოს მიერ მოწონებული წესის მიხედვით, რომელიც ცნობილია ელექტრობაზრის ყველა წევრისათვის. ამ უკანასკნელის შედგენის საფუძველია ელექტრობაზრის გამყიდველების მიერ მოწოდებული ელექტროენერგიისა (სიმძლავრის) და მომსახურების მოცულობები, მათი საბითუმო ფასები და ყოველი გამყიდველის სრული თანასწორუფლებიანობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2004 წლის 1 აგვისტოდან.”.
2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. თავაძე