საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №1 „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საბაზრო წესებში" (საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრთა გენერალურ ხელშეკრულებაში) ცვლილებები და დამატებები"-ს დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.004.075
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელიეროვნული კომისი ის (სემეკ)
დადგენილება №1
2000 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
"საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებით დამტკიცებულ "საბაზრო წესებში" (საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრთა გენერალურ ხელშეკრულებაში) ცვლილებები და დამატებები"-ს დამტკიცების შესახებ
"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" სააქრთველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისიამ დაადგინა:
I. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებით დამტკიცებულ "საბაზრო წესებში" (საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წევრთა გენერალურ ხელშეკრულებაში) ცვლილებები და დამატებები:
1. პრეამბულის პირველ პუნქტში სიტყვების “1999 წლის . . . . მაისს” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები “12 ივნისს”.
2. მე-8 მუხლის: მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვები “თავისი კომპეტენციის ფარგლებში”, “ე” ქვეპუნქტში სიტყვები – “სხვა თანამდებობის პირებსა და პერსონალს” შეიცვალოს სიტყვებით – “საკონტრაქტო საფუძველზე”, “ვ” ქვეპუნქტში სიტყვები “იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას” – შეიცვალოს სიტყვებით – “შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ქმნის სატენდერო კომისიას”, “თ” ქვეპუნქტში სიტყვები – “საბაზრო წესების” შემდეგ დაემეტოს სიტყები – “ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების”.
3. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ბოლოს სიტყვები “და უმცირესი ღირებულების პრინციპის მიხედვით” შეიცვალოს სიტყვებით “უზრუნველყოფის მიზნით”;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები.
“3. წარმოებისა და ტენდერში გამარჯვებული იმპორტის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს ოფიციალურად წარუდგინონ მომავალი დღის, თვის, კვარტლისა და წლისათვის ელექტრობაზარზე, ასევე პირდაპირი კონტრაქტებით ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდების განაცხადები დადგენილი წესით.
განაწილების და ექსპორტის ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს ოფიციალურად წარუდგინონ მომავალი დღის, თვის, კვარტლისა და წლისათვის ელექტრობაზარზე, ასევე პირდაპირი კონტრაქტებით შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) შესახებ განაცხადები.
“4. ელექტრობაზარი წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებთან ერთად ამუშავებს და ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) ბალანსებს და ამის შესახებ ოფიციალურად ატყობინებს წარმოების, იმპორტის, განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიატებს, პირდაპირ მომხმარებლებს.
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებულ ბალანსებში ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიხედვით დაფიქსირებული პარამეტრები წარმოადგენენ მათ ოფიციალურ ვალდებულებებს და ეს ბალანსები განიხილება როგორც გენერალური კონტრაქტი ელექტროენერგიის მიმწოდებლებსა (გამყიდველებს) და მომხმარებლებს (მყიდველებს) შორის, რომელიც ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
“5. ელექტრობაზარი ვალდებულია უზრუნველყოს ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებში მოცემული ვალდებულებების დაცვის სისტემეტური მონოტორინგი.
“6. ელექტრობაზარი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიატების, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურება, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიატებისათვის მიღებული თანხების გადარიცხვა საბაზრო წესების შესაბამისად. გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი აფიქსირებს დავალიანებების ოდენობას და წარმოების (იმპორტის) ლიცენზიატის მოთხოვნისთანავე განსაზღვრავს მის მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე განაწილების ლიცენზიატს (ლიცენზიატებს) ანდა პირდაპირ მომხმარებელს (მომხმარებლებს). დავალიანებების საკითხის სასამართლოში გადაცემის შემთხვევაში ელექტრობაზარი გამოდის თანამოსარჩლის როლში.
“7. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი განიცდის მატერიალურ ზარალს სხვა ლიცენზიატის (ლიცენზიატების) ან პირდაპირი მომხმარებლის მიზეზით ზარალის ანაზღაურება ხდება არსებული კანონმდებლობის თანახმად.
“8. ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსების გაუმჯობესების, აგრეთვე ლიცენზიატებს, პირდაპირ მომხმარებლებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით საჭიროების შემთხვევაში იდება ორმხრივი ან მრავალმხრივი კონტრაქტები მ.შ. ელექტრობაზრის მონაწილეობით.
4. მე-10 მუხლის 1 პუნქტის “გ” ქვეპუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვები – “მინიმალური (ოპტიმალური) ღირებულების პრინციპის შესაბამისად”.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ბოლოში ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი წინადადება – “წარმოების, განაწილების, იმპორტისა, ექსპორტის ლიცენზიატების, აგრეთვე პირდაპირ მომხმარებლებს შორის ერთის მხრივ, და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს შორის, მეორეს მხრივ, ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ დადებული პირდაპირი კონტრაქტების ფარგლებში”.
6. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ბოლოს სიტყვების – “შეზღუდვის გეგმა” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები – “საგანგებო პერიოდებისათვის შეზღუდვის გეგმები”;
ბ) ამოღებული იქნეს მე-8 და მე-9 პუნქტები.
7. მე-16 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის დასაწყისში დაემატოს სიტყვები – “აუცილებლობის შემთხვევაში”, ამავე პუნქტის პირველი წინადადებიდან სიტყვების – “არ არის შესული” შემდეგ ამოღებული იქნეს სიტყვები “საბჭოს მიერ”, ხოლო ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ეს გადასახდელები იანგარიშება ელექტრობაზრის საწევრო გადასახადების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიხედვით და მტკიცდება კომისიის მიერ”;
ბ) დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
“6. წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიატები საწევრო გადასახადის გადახდას იწყებენ, როგორც წესი, მასშემდეგ, როცა ელექტრობაზარი მათ პირველად გადაუხდის მოწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების თანხებს.
დასაშვებია ელექტრობაზრის ნებისმიერი საწევრო გადასახადის წინასწარი, საავანსო გადახდა.
8. ამოღებული იქნეს მე_17 მუხლი და მომდევნო მუხლები გადაინომროს.
9. მე-20 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება: “ამ ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა როგორც წესი შეიძლება მხოლოდ ელექტრობაზარზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველების საბანკო ანგარიშებზე”;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვის “კომიტეტი” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვა “საბჭო”;
გ) დაემატოს მე_3 მუხლი შემდეგი რედაქციით: “აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრობაზარი საბანკო დაწესებულებებში ხსნის აგრეთვე სხვა ანგარიშებს”.
10. 22-ე მუხლს:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვის “აცნობონ” შემდეგ ჩაემატოს სიტყვა “ელექტრობაზრს”, ხოლო შემდეგ გაიხსნას ფრჩხილები და იგი დაიხუროს სიტყვის “დირექტორს”შემდეგ. ამავე პუნქტის “ა” ქვეპუნქტში სიტყვის “მიწოდებული” შემდეგ დაემატოს სიტყვა “მიღებული”, ხოლო “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ბ) პირდაპირი კონტრაქტებით შესყიდული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და მომსახურების რაოდენობის შესახებ”;
ბ) ამოღებული იქნეს 5-9 პუნქტები;
გ)დაემატოს მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
“5. გადაცემის ზენორმატიული დანაკარგების გაწერა ხდება სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით. დანაკარგების წარმოშობის მიზეზებზე დავის წარმოშობის შემთხვევაში ელექტრობაზარიქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ზენორმატიული დანაკარგების განაწილების შესახებ”.
“6. ანგარიშსწორების დირექტორი ვალდებულია:
ა) განსაზღვროს ანგარიშსწორების პერიოდში დანაკარგების საერთო რაოდენობა;
ბ) აღრიცხოს ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა;
გ) განსაზღვროს თანხების ის მოცულობა, რომელიც მართებთ ელექტრობაზრის მყიდველებს ელექტრობაზრის გამყიდველების მიმართ და ეს ინფორმაცია დადგენილი წესით მიაწოდოს საბაზრო ფონდების დირექტორს.”
“7. ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველების მიერ ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (გარდა ს.ს. “”AES-თელასისა)”.
11. ამოღებული იქნეს 23-ე მუხლი და მომდევნო მუხლები შესაბამისად გადაინომროს.
12. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 24. საბაზრო ფონდების დირექტორი
“1. საბაზრო ფონდების დირექტორი ვალდებულია:
ა) ყოველი საანგარიშო პერიოდის პირველი ათი დღის განმავლობაში ანგარიშსწორების დირექტორისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გასცეს ქვითრებიელექტრობაზრის მყიდველებზე;
ბ) ელექტრობაზრის მყიდველებისაგან მიღებული თანხები გაანაწილოს ელექტრობაზრის გამყიდველებზე დადგენილი წესით;
გ) ელექტროენერგიის მყიდველებისაგან საფასურის მიუღებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება აწარმოოს დეპოზიტური ანგარიშიდან (აკრედიტივებიდან);
დ) სააგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 30 რიცხვამდე სრულად დაფაროს შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება.თუ საბითუმო ბაზრის მყიდველი ამ ვადაში არ გადაიხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აცნობოს ამ მყიდველისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.
“2. თუ საბითუმობაზრის მყიდველი დაარღვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტისდებულებას, მაშინელექტრობაზარიუფლებამოსილიამყიდველსდააკისროსსაურავი გადაუხდელი თანხის0,1% ყოველ გადაცილებულ დღეზე. თუგადაუხდელობა გაგრძელდება გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს ელექტრობაზრის მყიდველს გააკეთოს კრედიტული დეპოზიტიბანკში ან წარმოადგინოს სხვა სახის მისაღები გარანტიები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში გადაუხდელობის შემთხვები. მას შემდეგ, რაც ელექტრობაზრის მყიდველი გენერალური დირექტორისაგან მიიღებს შესაბამის დირექტივას 10 დღის ვადაში მან უნდა გააკეთოს დეპოზიტი ან გახსნასგამოუთხოვადი აკრედიტივი. დეპოზოტის თანხა ან აკრედიტივი არ უნდა იყოს მყიდველის ყოველთვიური მოხმარების 33%-ზე ნაკლები.
“3. ელექტრობაზრის წევრები არ არიან ფინანსურად პასუხისმგებელნი ხელშეკრულების პირობებით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებაზე როდესაც სახეზეა ფორს მაჟორული პირობები. ელექტრობაზრის ნებისმიერ წევრი, რომელიც აღმოჩნდება ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საბითუმო ბაზრის გენერალურ დირექტორს.
13. 25-ე მუხლს:
ა) პირველ მუხლში სიტყვების: “ბაზრის მონაწილეებმა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები: “ბაზრის წევრები, დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებმა დადგენილი წესით”;
ბ) მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებული იქნეს;
გ) მე-4 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისათვის აღრიცხულ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს შემდეგი ცვლადების განსაზღვრა:
Eგენ – ელექტროსადგურის მთლიანი წარმოება (ენერგობლოკების მიხედვით).
Eსად – ელექტროსადგურის მიერ სალტებიდან მოწოდებული ელექტროენერგია (მთლიან წარმოებას გამოკლებული საკუთარი მოხმარება).
Eსაბ – განაწილების ლიცენზიატების და პირდაპირი მომხმარებლების რეალური მოხმარება.
Eიმპ – იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა.
Eექს – ექსპორტის ლიცენზიატების მიერ შესყიდული ელექტროენერგია.
Eპირ – პირდაპირი კონტრაქტებოთ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა.
“5. მე-5 პუნქტი ამოსაღებია შესაბამისად შეიცვალოს მომდევნო პუნქტის ნუმერაცია.
“10. ელექტრობაზრის სუბიექტებისათვის გადასახდელი თანხის ანგარიში
ა) განაწილების და ექსპორტის ლიცენზიატებსა და პირდაპირი კონტრაქტებით გადასახდელი თანხა უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
R=(Eსაბ-Eპირ)xTბით+Eპირx[Tგად+Tდისპ+Tსაქრუს+Tიმპ.მდგ.+(Tგენ-Ti)]
სადაც
R – ელექტრობაზრის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ჯამი – გადასახდელი თანხა (ლარებში).
Eსაბ – განაწილების და ექსპორტის ლიცენზიატების, აგრეთვე პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება (კილოვატ-საათებში)
Eსაბ=å Eსად+ Eიმპ-L
Eპირ – პირდაპირი კონტრაქტებით მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (კილოვატ-საათებში)
Eიმპ – იმპორტის ლიცენზიატების მიერ შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობა (კილოვატ-საათებში)
L – ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის ქსელში (კილოვატ-საათებში)
Tბით – სემეკ-ის მიერ დაწესებული საშუალო საბითუმო ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
Tგად - სემეკ-ის მიერ ელექტროგადაცემისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
Tდისპ - სემეკ-ის მიერ დაწესებული დისპეჩერიზაციის ლიცენზიატებისათვის (თეთრი/კვტსთ)
Tსაქრუს - სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი საქრუსენერგოსათვის სემეკ-ის მიერ დაწესებული
Tიმპ.მდგ. - სემეკ-ის მიერ დაწესებული საიმპორტო მდგენელი (თეთრი/კვტსთ)
Tგენ - სემეკ-ის მიერ დაწესებული გენერაციის საშუალო ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
Ti - სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი თითოეული ელექტროსადგურისათვის (თეთრი/კვტსთ)
ბ) წარმოების ლიცენზიატისატვის გადასახდელი თანხა გაიანგარიშება შემდეგნაირად:
Mi=(Eსად-Eპირ)x Ti
სადაც
Mi – თითოეული ელექტროსადგურისათვის გადასახდელი თანხა (ლარებში)
Eსად – ელექტროსადგურის მიერ სალტეებიდან მიწოდებული ელექტროენერგია (კილოვატ საათებში)
TI – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი თითოეული ელექტროსადგურისათვის (თეთრი/კვტსთ)
გ) იმპორტის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა გაიანგარიშება შემდეგნაირად:
Mიმპ= EიმპxTიმპ
სადაც
Mიმპ – იმპორტის ღირებულება (ლარებში)
Eიმპ – იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ)
დ) გადაცემის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
Mგად=EსაბxTგად
სადაც
Mგად – გადაცემის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხა (ლარებში)
Eსაბ – განაწილების ლიცენზიატებზე და პირდაპირ მომხმარებლებზე მიწოდებული (გადაცემული ან ქსელებში გატარებული) ელექტროენერგიის მოცულობა, დანაკარგების გათვალისწინებით (კილოვატ საათებში)
Tგად – სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი ელექტროგადაცემისათვის (თეთრი/კვტსთ)
ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადასახდელი თანხაუნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად:
Mდისპ=EსაბxTდისპ
სადაც
Mდისპ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
Eსაბ – განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიატების, აგრეთვე პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება (კილოვატ საათებში)
Tდისპ – სემეკ-ის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის დაწესებული ტარიფი (თეთრი/კვტსთ)
“11. თუ ელექტრობაზრის სპეციალურ სატრანსფერტო ანგარიშზე წარმოიშვება თანხების უკმარისობა და შესაბამისად ელექტრობაზარი ვერ ახერხებს მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად საჭირო თანხების გადახდას, საბაზრო ფონდების დირექტორი ამის შესახებ დაუყონებლივ აცნობებს გენერალურ დირექტორს და აღმასრულებელ საბჭოს. ამავე დროს საბაზრო ფონდების დირექტორი რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით ანგარიშობს გადასახდელ თანხებს შემდეგნაირად:
“12.
ა)Kკორ= M
R
სადაც
Kკორ – მაკორიქტერებელი კოეფიციენტი
M – ელექტრობაზრის ანგარიშზე საანგარიშო თვეში შემოსული რეალური ამონაგები (ლარებში)
R – ელექტრობაზრის მიერ საანგარიშო თვეში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ჯამი (ლარებში)
ბ) სექტორის სუბიექტებზე რეალურად გადასახდელი თანხა იანგარიშება მე-10 პუნქტში მიღებული მონაცემების გადამრავლებით მაკორექტირებელ კოეფიციენტზე.
14. 27-ე მუხლში:
ა) მთელ ტექსტში სიტყვა ”მონაწილე” შეიცვალოს სიტყვით ”ელექტრობაზრის წევრი”;
ბ) პირველი პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებიდან ამოღებული იქნეს სიტყვა ”წარმოდგენილი”, ”ა” ქვეპუნქტში სიტყვის ”თანხის” წინ ჩაემატოს სიტყვა ”დამატებით”;
გ) დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
”7. გამანაწილებელ კომპანიებსა და პირდაპირ მომხმარებლებს უფლება აქვთ სათანადო არგუმენტაციის შემთხვევაში დროებით შეაჩერონ სადაო თანხების გადახდა საკითხის საბოლოო გარკვევამდე”.
15. XI და XII თავების ტექსტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი XI. მარეგულირებელი ზედამხედველობა და დასკვნითი დებულებები
მუხლი 28. კომისიის მიერ მარეგულირებელი ზედამხედველობის განხორციელება
1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამტკიცებს საბაზრო წესებს და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მეთოდოლოგიურ და ინსტრუქციულ დოკუმენტებს, ახორციელებს მათ შესრულების, ელექტრობაზრის მიერ არსებული კანონმდებლობის დაცვის, კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მონიტორინგს.
მუხლი 29. დასკვნითი დებულებები
1. საბაზრო წესები (გენერალური ხელშეკრულება), მასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტები დრო და დრო შეიძლება შეიცვალოს და შეივსოს სექტორში საბაზრო ურთიერთობების განვითარებისა და მოწესრიგების მიზნით.
II. დადგენილება ამოქმედდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” მისი გამოქვეყნების დღიდან.
ე. ერისთავი