ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებასა და “საბაზრო წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.14.011.006.221
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №25
2003 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებასა და „საბაზრო წესებში” ცვლილებების შეტანის შესახებ
„ელექტრონერგეტ ი კისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სემეკმა დაადგინა:
მუხლი 1
„საბაზრო წესების” დამტკიცების, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) „საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებისა და „საბაზრო წესების” დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 2000 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილების გაუქმების შესახებ” სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილების (სსმ III, 2001 წლის 17 სექტემბერი,№98, მუხ. 715) სათაური ჩამოყალიბდეს შემეგნაირად: „საბაზრო წესების დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 2.
სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებით დამტკიცებულ „საბაზრო წესებში” განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სპეციალური ანგარიში
1. ამ წესების მე-17 მუხლის შესაბამისად ელექტრობაზრის წევრები ელექტრობაზრის მონაწილეობით საბანკო დაწესებულებაში ხსნიან სპეციალურ საკონტოკორენტო ანგარიშს, რომელზეც თავს იყრის ელექტრობაზრის მყიდველების მიერ საბაზრო წესების მიხედვით გადახდილი მთელი თანხები.
2. სპეციალური ანგარიშებიდან თანხების უშუალო (პირდაპირი) გადარიცხვები ელექტრობაზრის გამყიდველებისათვის წარმოებს თვეში ორჯერ საბანკო ოპერაციების განხორციელების მოხერხებულობიდან გამომდინარე, წინასწარ მომზადებული, აღმასრულებელი საბჭოს მიერ მოწონებული წესის მიხედვით, რომელიც ცნობილია ელექტრობაზრის ყველა წევრისათვის, ამ უკანასკნელის შედგენის საფუძველია ელექტრობაზრის გამყიდველების მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და მომსახურების მოცულობები, მათი საბითუმო ფასები და ყოველი გამყიდველის სრული თანასწორუფლებიანობა.”;
ბ) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ ელექტრობაზრის სპეციალურ ანგარიშზე წარმოიშვება თანხების უკმარისობა, და შესაბამისად ელექტრობაზარი ვერ ახერხებს მე-7 პუნქტის შესაბამისად საჭირო თანხების გადახდას, საბაზრო ფონდების დირექტორი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გენერალურ დირექტორს და აღმასრულებელ საბჭოს. ამავე დროს საბაზრო ფონდების დირექტორი რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით ანგარიშობს გადასახდელ თანხებს შემდეგნაირად:”.
მუხლი 3
ეს დადგენილება გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-2 მუხლი – 2004 წლის 1 აპრილიდან.
დ. მირცხულავა