„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.11.2010 ძალადაკარგული 26.03.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13/47
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.111.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 10/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №13/47

2010 წლის 29 ნოემბერი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“   საქართველოს    ორგანული      კანონის     22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”  საქართველოს კანონის (2010 წლის 12 ოქტომბრის №3661-IIს  კანონით შეტანილი ცვლილებების  გათვალისწინებით. გამოქვეყნებული– სსმ №56 , 20.10.2010წ., ნაწილი I) შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს კომპეტენციაა ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღება ზღვრული ოდენობის ფარგლებში .  აღნიშნულიდან გამომდინარე ,

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, კერძოდ:

1. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 800 (ერთი ათას რვაასი) ლარი;

3.ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4200(ოთხი ათას ორასი) ლარი;

4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდი 10%;

5. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი)  ლარი;

6. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების  20 %.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 200 7 წლის 30 აპრილის №5/67 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“.

    მუხლი  3

ეს დადგენილება ამოქმედდეს  გა მოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                       ი. საღინაძე