"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №361
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“საქართველოს მთავრობის2010წლის28ივლისის №213დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად,„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“საქართველოს მთავრობის2010წლის28ივლისის№213დადგენილებაში(სსმ III,2010წ.,№92,მუხ.1360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისა თვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა200ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს მის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.“.
2. დადგენილებით განსაზღვრული„გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურების და პირობების“:
ა) მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისას სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების(რომელიც გათვალისწინებულია სეს ესნ 8701(ტრაქტორები და უნაგირა საწევარები),8704(ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად(გარდა მიკროავტობუსებისა), 8705(სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები(მაგ.: სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები,სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები,გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით) სასაქონლო პოზიციებით) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:
ა)უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, ან
ბ)შეიძინოს გზათსარგებლობის ბარათი.“;
ბ) მე-2პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის21და22პუნქტები:
„21. გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებებში გადახდის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი(გადასარიცხი) თანხა არის საფასურის ოდენობას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის(მომსახურების გაწევისათვის)დადგენილი თანხა არა უმეტეს ერთი ლარის ოდენობით.
22. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის ბარათების რეალიზაციას, გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი(გადასარიცხი) თანხა არის გზათსარგებლობის ბარათ(ებ)ის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის(მომსახურების გაწევისათვის)დადგენილი თანხა.“;
გ)მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის ბარათი. წარდგენილი ქვითრის ან გზათსარგებლობის ბარათის საფუძველზე გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური. გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსი. სანქციის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.“;
დ)მე-6პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7პუნქტი:
„7. სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და გზათსარგებლობის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური