„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №258 |
|
2021 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გზათსარგებლობის საფასურის ბარათების შეძენა შესაძლებელია საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებსა და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელსაც გზათსარგებლობის საფასურის ბარათები გადაცემული აქვს ამ პროცედურებისა და პირობების 51 პუნქტის შესაბამისად.“.
2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაციას ან/და რომელთანაც ხდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მისაღები თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის 1,5 პროცენტს. ამასთან, ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.
3. 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. გზათსარგებლობის საფასურის ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემა განხორციელდება მას შემდეგ, რაც პირის მიერ:
ა) 302003277 სახაზინო კოდზე სრულად იქნება გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხა; ან
ბ) წარდგენილ იქნება არანაკლებ გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის თანხის შესაბამისი გარანტია. გარანტიის სახეები, მისი წარდგენისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.
|