„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №58 |
|
2023 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განისაზღვროს გზათსარგებლობის საფასური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას – ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 350 ლარის ოდენობით.“.
2. დადგენილებით განსაზღვრული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურების და პირობების“:
ა) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია (გარდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა):“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დაუშვებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) გასატანი ტვირთის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის ან „გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება, რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის შემდეგ.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.02.2023.
- როდის იქნა მიღებული „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 09.02.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №58. სარეგისტრაციო კოდი — 310100000.10.003.023891.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №58, 09.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 310100000.10.003.023891 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5718013/