1. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას იმ პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან რომელიც მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულის ჩადენისათვის.
2. პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადების პროცესში მხედველობაში მიიღება ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის საქართველოში ექსტრადიციის, მისი შემდგომი მსჯავრდებისა და დასჯის საჯარო ინტერესი, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს პირის საქართველოში ექსტრადიციის მიზანშეწონილობას.
3. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
- 20.07.2018 კანონი №3156
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირებცია 1. საქართველოს იპროკუსტიციის სრამინისტუროა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას იმ პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან რომელიც მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულის ჩადენისათვის. 2. პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადების პროცესში მხედველობაში მიიღება აგრსეთვე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის საქართველოში ექსტრადირებციის, მისი შემდგომი მსჯავრდებისა და დასჯის საჯარო ინტერესი, ასგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს პირის საქართველოში ექსტრადირებციის მიზანშეწონილობას. 3. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.