1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, შესაძლებლობის შემთხვევაში – ასევე მისი პიროვნების დამადასტურებელ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას იმ კანონზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამგვარი დანაშაულისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) სასამართლოს განჩინება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ;
ბ) პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი, ხოლო თუ პირი მსჯავრდებულია – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი;
გ) კანონის ტექსტი, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა საკანონმდებლო აქტები;
დ) შესაძლებლობის შემთხვევაში – ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, გენეტიკური პროფილი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 06.03.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.03.2025 კანონი №339
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები 1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, შესაძლებლობის შემთხვევაში – ასევე მისი პიროვნების დამადასტურებელ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას იმ კანონზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამგვარი დანაშაულისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) სასამართლოს განჩინება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ; ბ) პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი, ხოლო თუ პირი მსჯავრდებულია – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი; გ) კანონის ტექსტი, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა საკანონმდებლო აქტები; დ) შესაძლებლობის შემთხვევაში – ექსტრადიციაისადმი დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, დგენმ-ეტის კური პროდფილი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით.