საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
2010 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის ( II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობ ი ს დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 მარტის № 45 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩევლის ( II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
3. საკონკურსო თემატიკა:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება;
გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულება;
დ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანება;
ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსი .