"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.105.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 10/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 29 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი                                                                                                         

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის  №4  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის  №4  დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

2 1  მუხლის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარი.

3. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს, თითოეულ სალაროზე –კვარტალში 5000 (ხუთი   ათასი) ლარი.“.

 

მუხლი 2.   დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

მუხლი 3.  დადგენილება  ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს   კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ლ. კონჯარია