"სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 3 დეკემბერი
ქ. სამტრედია
„სამტრედიისმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” სამტრედიისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” სამტრედიისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მე-2 მუხლის:
ა) „ბ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი.”;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 ლარი.”.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი