„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №65
ქ. ბაღდათი
2011 წლი ს 28 დეკემბერი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის22 იანვრის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებ ა:
მუხლი 1.
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
მუხლი 2.
მე-4 მუხლის მეორე პუნქტის;
1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 ლარი.
2. „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს.
3. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35000 ლარი.
4. „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტ ა ლში 3000 ლარი.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე