,,ქობულეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №08 |
|
2019 წლის 21 ოქტომბერი ქ ქობულეთი |
,,ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:
ა.ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ბ) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.დ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ე) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ვ) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ თითოეულ ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ზ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ თითოეულ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.თ) ქალაქ ქობულეთის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის ფართის 1 კვ.მ-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ა.ი) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი ან არ ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გაზრდა, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.“.
|
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული მშენებლობები, აგრეთვე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსახორციელებელ მშენებლობებზე ნებართვის მაძიებელნი.