„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №181
2020 წლის 20 მარტი
ქ. რუსთავი
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.12.2019წ., 010250020.35.160.016590) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის (დანართი 3) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრის ზონა (შზ-2)- ცენტრის ზონა წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის შერეული ზონის ქვეზონას, სადაც დომინირებს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ცენტრის ზონა (შზ-2) იყოფა ორ სექტორად:
ა) სექტორი 1 (შზ-2)
ბ) სექტორი 2 (შზ-2)
სექტორი 1 (შზ-2) ნებარდართული სახეობაა:
კვების ობიექტები;
გართობისათვის განკუთვნილი მომსახურების ობიექტები;
კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტები;
რელიგიური/საკულტო და სოციალური ობიექტი;
ადმინისტრაციული ობიექტები;
ავტოსადგომი;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტი
საწყობი;
საგანმანათლებლო დაწესებულებები
სექტორი 2 (შზ-2) ნებადართული სახეობებია:
მრავალფუნქციური შენობა;
სასტუმრო;
სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობები
კვების და საოფისე ობიექტები
მომსახურების ობიექტები, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტებისა;
ადმინისტრაციული ობიექტები
გასართობი დაწესებულებები რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა
რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი;
მუხლი 2🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის (დანართი 3) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განაშენიანების პარამეტრების ცხრილი:
ფუნქციური ქვეზონები
მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი (მ2)
უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე (მუდმივი საცხოვრებელი ერთეულები/ ჰექტარზე)
მიწის ნაკვეთის ზომები
შეწევის მანძილისადმი მოთხოვნები
შენობის მაქსიმა-ლური სიმაღლე (მეტრები)
მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი
მიწის ნაკვეთის განაშენიანების სიმჭიდროვის მაქსიმალური კოეფიციენტი
მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი
მიწის ნაკვეთის მინიმა-ლური სიგანე/ ფრონტი (მეტრები)
მიწის ნაკვეთის მინიმა-ლური სიღრმე/ სიგრძე (მეტრები)
მინიმა-ლური წინა ეზო (მეტრები)
მინიმა-ლური გვერდითი ეზო (მეტრები)
მინიმა-ლური უკანა ეზო (მეტრები)
(შზ-2)-ის სექტორი 1
600
-
20
30
3
0
0
12
0.5/0.6**
2.0
0.2
(შზ-2)-ის სექტორი 2
600
-
20
40
0
0
0
-
0.5/0.7**
3.0
0.2
საქმიანი ზონა (შზ-3)
1000
--
20
30
0
0
0
-
0.5/0.7**
3.0
0.2
კომერციული ზონა (შზ-5)
1000/1600*
80
20/40*
30/40*
0
0
0
-
0.7
5.0
0.2
* მრავალფუნქციური შენობებისა და სასტუმროსთვის
** შესაძლებელია მხოლოდ განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების შემთხვევაში
მუხლი 2🔗
დადგენილებით დამტკიცებულ დანართში – „ქვეზონების რუკა“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით (თან ერთვის საინფორმაციო მასალა).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი