„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2018 წლის 1 ოქტომბერი ქ. მარტვილი |
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ–2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში ახალ ასაშენებელი ობიექტის თითოეული კვადრატული მეტრისთვის – 5 ლარით.
2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვროს 1 ლარით.
3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ–2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა მარტვილის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე (გარდა საკურორტო ზონისა) განისაზღვროს განაშენიანების კოეფიციენტის (კ–1) თითოეული კვადრატული მეტრისთვის 1 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში თითოეულ კვადრატული მეტრისთვის-5 ლარით.“.
|