,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2018 წლის 24 დეკემბერი ქ. მარტვილი |
,,მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთი ლარის ოდენობით.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ–2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ქალაქ მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 (ორი) ლარის ოდენობით, სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.
3. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
4. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის (კ–2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს მე-2 კლასის ობიექტებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მე-3 კლასის ობიექტებისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მე-4 კლასის ობიექტებისათვის – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.”.
|