„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №244 |
|
2021 წლის 24 მარტი ქ. რუსთავი |
1.1 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის, გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2 (ორი) ლარის დაანგარიშებით.
ბ)მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარის დაანგარიშებით.
გ)ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის დაანგარიშებით.“
1.2 დადგენილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 მუხლი:
მუხლი 11.
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის ოდენობით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.“
1.3 ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის მე-4 და მე-5 პუნქტები.
|