"ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. ყვარელი
„ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
მუხლი 1
დანართის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ნაცვლად „თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 600 ლარისა” – „თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 3000 ლარი“.
მუხლი 2
დანართის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ნაცვლად „ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში 1500 ლარისა“ – „ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში 7500 ლარი“.
მუხლი 3
დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი პუნქტები, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. „იმ სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს მოწყობის ნებართვების მფლობელებისათვის, რომლებსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე აქვთ აღებული 2010 წლის მე-4 კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები, ამ პერიოდისათვის გადახდილი მოსაკრებელი გადაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გადაანგარიშდეს – თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 1500 ლარის ოდენობით. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში 3500 ლარის ოდენობით;
ბ) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2010 წლის მე-4 კვარტალის დარჩენილ პერიოდზე – მოსაკრებლის ახლად დადგენილი ოდენობის მიხედვით;“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაანგარიშების წესი ვრცელდება აგრეთვე იმ სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს მოწყობის ნებართვების მფლობელებზე, რომლებიც 2010 წლის მე-4 კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ აიღებენ.
მუხლი 4
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ზანდარაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.12.2010.
- როდის იქნა მიღებული "ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე?
- "ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.12.2010. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.164.016016.
- სად არის "ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე, №24, 01.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.164.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1128856/