„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.133.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2012 წლის31 იანვარი

ქ. ბათუმი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სათანადოდ განსაზღვრის უზრუნველსაყოფად და დასახელებული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №74, 15.05.2007, გვ.13) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების 2.5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30000 ლარი.“;

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი.“;

გ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30000 ლარი.“;

დ) ინსტრუქციის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      მ. ფარტენაძე