ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.106.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 9 დეკემბრის №5453–II-ს საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“ №11, 28.04.2009 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია:

ა) პირი, რომ ე ლიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას;

ბ) ლატარიის მომწყობი პირი (ორგანიზატორი), რომლიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:

ა) სათამაშო მაგიდები და სათამაშო აპარატები;

ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;

დ) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 45000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი.

4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად უზრუნველყოფს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.“.

 მუხლი 2

ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე