"სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ 29.12.2006
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 750 ლარიდან 7 500 ლარის ჩათვლით;“.
მუხლი 2
1. იმ სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს მოწყობის ნებართვების მფლობელებისათვის, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე აქვთ აღებული 2010 წლის მე-4 კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები, ამ პერიოდისათვის გადახდილი მოსაკრებელი გადაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდზე – ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მინიმალური ოდენობის მიხედვით;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2010 წლის მე-4 კვარტალის დარჩენილ პერიოდზე – მოსაკრებლის დადგენილი ოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაანგარიშების წესი ვრცელდება აგრეთვე იმ სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს მოწყობის ნებართვების მფლობელებზე, რომლებიც 2010 წლის მე-4 კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აიღებენ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაანგარიშებას და შესაბამისი მოთხოვნების წარდგენას უზრუნველყოფენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 12 ოქტომბერი.
№3661–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.10.2010.
- როდის იქნა მიღებული "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3661-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 21002000005001016030.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3661-IIს, 12.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 21002000005001016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1053673/